ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

ტრენინგი მევენახეობა-მეღვინეობის დარგის რეგულაციის შესახებ

ზოგადი

ტრენინგი მევენახეობა-მეღვინეობის დარგის რეგულაციის შესახებ
23.05.2023

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით, მეღვინეობის სფეროში დაინტერესებული პირებისა და მარნებისათვის  ქვეყნის მასშტაბით ტრენინგები ჩატარდება. 
ტრენინგებზე განხილული იქნება ყველა ის საკითხი, რომელიც დაკავშირებულია ღვინის წარმოებასთან: სააგენტოს ძირითადი ფუნქციები და სამართლებრივი ჩარჩო; სააგენტოში ღვინის კომპანიის რეგისტრაცია; მევენახეობა და ვენახების კადასტრი;  რთველის აღრიცხვა და ნაშთების წარმოება; არაყურძნისეული ალკოჰოლური სასმელების რეგულაცია; ხარისხის კონტროლი; სერტიფიცირების ეტაპები, ლაბორატორია, ეტიკეტირება; სააგენტოს როლი მარკეტინგულ აქტივობებში.
ტრენინგები მოიცავს სრულიად საქართველოს რეგიონებს და მასზე დასწრება უფასოა. ერთდღიანი ტრენინგები გაიმართება 1 ივნისიდან 31 ივლისამდე, ქვეყნის მასშტაბით 17 ლოკაციაზე, როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოს მევენახეობის რეგიონებში.
რეგისტრაცია მოხდებაონლაინ, ღვინის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური ვებ-გვერდის მეშვეობით. თითოეულ ტრენინგს დაესწრება არაუმეტეს 40 მონაწილე.  
ტრენინგების მხარდამჭერები ასევე არიან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ადგილობრივი თვითმმართველობების ორგანოები.
ტრეინინგის გრაფიკის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება სოციალური ქსელების, დარგობრივი ასოციაციების და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საშუალებით.

ქართული ღვინო