ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

ვენახების კადასტრის პროგრამა

ვენახების კადასტრის პროგრამა

ღვინის ეროვნული სააგენტო 2014 წლიდან ახორციელებს საქართველოს ვენახების კადასტრის პროგრამას, რომელიც მიზნად ისახავს ვენახების და ღვინის წარმოების მართვისა და კონტროლისთვის საჭირო, განახლებადი საინფორმაციო სისტემის შექმნას, რომლის ძირითადი მიზანია ყურძნის და ყურძნისეული პროდუქტის მონიტორინგი და შემოწმება. 
საქართველოს ეროვნული კადასტრის შექმნა ასევე უზრუნველყოფს:. 
მევენახეობა - მეღვინეობის სექტორში არსებული ყველა ერთეულის შესახებ ინფორმაციის შეკრებას, რეგისტრაციას და შენახვას
ვენახების ადგილმდებარეობის, მათი ფართობის, ჯიშური შემადგენლობის და სხვა ატრიბუტების შესახებ ზუსტი ინფორმაციის შეკრებას
ვენახების ვიზუალიზაციას GIS ტექნოლოგიის გამოყენებით
მევენახეობის ზონების ვენახების საწარმოო პოტენციალის ანალიზის შესაძლებლობას 
მევენახეობის არსებული ზონების საზღვრების დაზუსტებას და ახალი ადგილწარმოშობის ზონების შექმნაში თანამონაწილეობას
წარმოებული ღვინის და სხვა ყურძნისეული პროდუქტის მიკვლევადობას
ყურძნის მოსავლისა და ღვინის პროდუქციის პროგნოზირებას
სტატისტიკური ანგარიშების შემუშავებას მევენახეობის რეესტრში შეკრებილი ინფორმაციის საფუძველზე
საქართველოს ვენახების ეროვნული კადასტრის შექმნა ხელს შეუწყობს ქართული ღვინის ხარისხის და კონკურენტიანობის გაზრდას მსოფლიო ღვინის ბაზარზე, უზრუნველყოფს რთველის პროცესის გამარტივებას და გამჭვირვალედ ჩატარებას.
ვენახების კადასტრი იქმნება თითოეული ვენახის ნაკვეთის ინდენტიფიკაციის და რეგისტრაციის შესახებ დეტალური ინფორმაციის შეგროვებით ვენახებისა და მევენახეების შესახებ, რომელიც შეიცავს ვენახში არსებულ ვაზის ჯიშებს, დარგვის თარიღს, ვენახის მდგომარეობას და ა.შ. ინფორმაციის შეკრება ხდება საველე პირობებში, მევენახეების გამოკითხვით და აერო-ფოტოებზე გამოხატული ვენახის ნაკვეთების იდენტიფიკაციით.
ვენახების კადასტრი გააჩნია ევროკავშირის წევრ ყველა იმ ქვეყანას, სადაც განვითარებულია მევენახეობა-მეღვინეობის ინდუსტრია. საქართველოს ვენახების კადასტრის შექმნა კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ევროპული გამოცდილებისკენ.

 

ქართული ღვინო