ძირითადი საქმიანობა
სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე. საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:
ღვინის წარმოების ხარისხის კონტროლი და სერთიფიცირება;
ქართული ღვინის პოპულარიზაცია და ცნობადობის ამაღლება;
საექსპორტო პოტენციალის ზრდის ხელშეწყობა;
ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევა და პოპულარიზაცია;
ვენახების საკადასტრო უწყებრივი რეესტრის შექმნა;
რთველის ორგანიზებულად ჩატარების ხელშეწყობა.
ღვინის ეროვნული სააგენტო თავის საქმიანობას ახორციელებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებსა და მეღვინეობის სფეროში მოქმედ კერძო კომპანიებთან თანამშრომლობის რეჟიმში.