ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

კორეის რესპუბლიკის ღვინის მწარმოებელთა ასოციაციის წევრები ღვინის ეროვნულ სააგენტოში

ზოგადი

კორეის რესპუბლიკის ღვინის მწარმოებელთა ასოციაციის წევრები ღვინის ეროვნულ სააგენტოში
02.04.2024

კორეის რესპუბლიკის ღვინის მწარმოებელთა ასოციაციის წევრები ღვინის ეროვნულ სააგენტოს ეწვივნენ. 27-კაციანი დელეგაციის შემადგენლობაში როგორც ღვინის მწარმოებლები, ასევე  ის იმპორტიორები შედიოდნენ, რომლებიც დაინტერესებულები არიან ქართული ღვინით. 
სტუმრებმა ღვინის ეროვნული სააგენტოში ენოთეკა და მუზეუმი დაათვალიერეს; გაიმართა სხვადასხვა ქართული ღვინის დეგუსტაცია; ქართული ღვინის ისტორიის, კულტურის და თანამედროვე ინდუსტრიის შესახებ პრეზენტაცია სააგენტოს თავმჯდომარის მრჩეველმა ირაკლი ჩოლობარგიამ წარადგინა.
კორეის რესპუბლიკა, მსოფლიო მასშტაბით ღვინის ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორი ქვეყანა, ჩინეთთან და იაპონიასთან ერთად, ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, სხვადასხვა მარკეტინგული ღონისძიება ხორციელდება.

ქართული ღვინო