ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

ამერიკული გამოცემა „New York Post” ქართულ ღვინოზე სტატიას აქვეყნებს

ზოგადი

ამერიკული გამოცემა „New York Post” ქართულ ღვინოზე სტატიას აქვეყნებს
02.06.2026

ამერიკულ გამოცემაში New York Postსტატია სათაურით დაივიწყეთ საფრანგეთი, მსოფლიოს ამ გამორჩეული რეგიონების ღვინოები დაგემოვნებად ღირს“ დაიბეჭდა, სადაც ქართულ ღვინოზე და საქართველოზეც არის საუბარი.

სტატია ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი ამერიკული მარკეტინგული კომპანიის Colangelo & Partnersჩართულობით მომზადდა.

სტატიის ავტორი ალექსანდრა ოუენსი (Alexandra Owens), მკითხველს საქართველოში სტუმრობას და ქართული ღვინის დაგემოვნებას ურჩევს. სტატიაში საუბარია ქართული ღვინის 8 ათასწლიან ისტორიაზე, ჯიშების მრავალფეროვნებასა და იუნესკოს“ მიერ ქვევრის ღვინის დაყენების ტრადიციული მეთოდის არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობად გამოცხადებაზე. შეიძლება აღმოჩნდეთ ქართული ღვინის მარანში, სადაც კვერცხის ფორმის ქვევრს ხსნით - ერთგვარ უძველეს ჭურჭელს, რომელიც დუღილისთვის გამოიყენება“ - აღნიშნავს ავტორი.

New York Postერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ყოველდღიური გამოცემაა, რომელიც 1801 წელს დაარსდა და ამჟამად მილიონობით მკითხველი ჰყავს როგორც ბეჭდურ, ისე ონლაინ გამოცემაში.

ქართული ღვინის პოპულარიზაციის, ცნობადობის ზრდისა და ღვინის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტო მრავალი წელია თანამშრომლობს ისეთ საერთაშორისო მედია-კომპანიებთან, როგორებიცაა CNN, CBS, Netflix, The New York Times”, „Wine Enthusiastდა სხვა.

ქართული ღვინო