ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

საქართველოში კორეის რესპუბლიკიდან ღვინის პროფესიონალების ჯგუფი იმყოფება

დეგუსტაცია

საქართველოში კორეის რესპუბლიკიდან ღვინის პროფესიონალების ჯგუფი იმყოფება
09.11.2023

12 კაციანი ჯგუფის შემადგენლობაში იმპორტიორები, მედიის წარმომადგენლები და ინფლუესერები შედიან, რომელთა მხრიდანაც მაღალია ინტერესი მოიძიონ ახალი სავაჭრო პარტნიორები, დაწერონ სტატიები საქართველოსა და ქართული ღვინის შესახებ, რაც პირდაპირ გავლენას იქონიებს ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდასა და ექსპორტის ზრდაზე  კორეის რესპუბლიკის სტრატეგიულ ბაზარზე. კორეელი პროფესიონალების საქართველოში ვიზიტი ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კორეული მარკეტინგული კომპანიის „Wine21.com” ორგანიზებით განხორციელდა.
ვიზიტის ფარგლებში, თბილისში გაიმართა დეგუსტაცია (Walkaround Tasting), რომლის ფარგლებშიც, კორეელ პროფესიონალებს შესაძლებლობა მიეცათ გაცნობოდნენ ქართული ღვინის მწარმოებელი 30 კომპანიის პროდუქციას. „საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით გაიმართა კიდევ ერთი დეგუსტაცია, სადაც წარმოდგენილი იყო 15 ღვინის მწარმოებლის პროდუქცია.
ტურის ფარგლებში, კორეელი სტუმრები ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანიებს კახეთსა და ქართლში ეწვივნენ, სადაც ადგილზე დააგემოვნეს როგორც კლასიკური წესით, ასევე, ტრადიციული მეთოდით დამზადებულ ქართული ღვინის სახეობები.
აღსანიშნავია, რომ ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით გამართული ანალოგიური ტურებს შედეგად,  ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანიებსა და კორეელ იმპორტიორებს შორის სავაჭრო პარტნიორობა მოჰყვა.
კორეის რესპუბლიკა 2019 წელს გამოიკვეთა როგორც სტრატეგიული ბაზარი, სადაც ღვინის ეროვნულ სააგენტოს ორგანიზებითა და მხარდაჭერით, არაერთი მნიშვნელოვანი მარკეტინგული ღონისძიება განხორციელდა. მიმდინარე წლიდან, კორეის რესპუბლიკაში ქართული ღვინის პოპულარიზაციის ღონისძიებებში აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ჩაერთო. 

ქართული ღვინო