ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

ქართული ღვინის დეგუსტაცია მონაკოში

ზოგადი

ქართული ღვინის დეგუსტაცია მონაკოში
21.03.2017

მონაკოს სომელიეთა ასოციაციის ვიცე პრეზიდენტის, დომინიკ მილარდის ინიციატივითა და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით,  ქართული ღვინის დეგუსტაცია მონაკოში გაიმართა. ღონისძიებას ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი და სააგენტოს სადეგუსტაციო კომისიის თავმჯდომარე ანა გოდაბრელიძე დაესწრნენ.

დეგუსტაციას 85 სომელიე, მეღვინე, ჟურნალისტი და მეწარმე დაესწრო როგორც იტალიიდან, ასევე საფრანგეთიდან. სულ წარმოდგენილი იყო 7 ქართული კომპანიის ღვინოები: „შუხმან ვაინს ჯორჯია“, „შალაურის ღვინის მარანი“, „კახური“, „ვიტა ვინეა“, „თელედა“, „ფერაძის მარანი“ და „ვინივერია“.

ქართული ღვინის წარდგენა მიზნად ისახავდა, რომ დამსწრე საზოგადოებას გაეცნო როგორც ევროპული, ასევე ტრადიციული წესით დაყენებული ქართული ღვინო, მიეღო ინფორმაცია ქართული ყურძნის ჯიშების, ვაზის და ღვინის კულტურისა და ისტორიის შესახებ.

წარმოდგენილმა ღვინოებმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ღვინის პროფესიონალებში, რაც აისახა მათ შეფასებებში და რაც იძლება იმის საფუძველს, რომ ქართული ღვინო მალე მონაკოს სასტუმროებსა და რესტორნებში გაიყიდება.

აღნიშნული ღონისძიება საფრანგეთში ქართული ღვინის იმპორტიორისა და პრომოუტერის, ენოლოგ ილია კახოიძის ხელშეწყობით ჩატარდა.

 

ქართული ღვინო