BLACK SEA REGION 2016
ზოგადი
15-16 ნოემბერს ქალქ ბათუმში BLACK SEA REGION 2016-ის ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო სადეგუსტაციო კონკურსი გაიმართება.
კონკურსის ჩატარების მიზანია შავი ზღვის რეგიონის მეღვინეობის ტრადიციების შენარჩუნება, რეგიონის მეღვინეობის პროდუქციის ხარისხობრივი პოტენციალის წარმოჩენა და მათი მხარდაჭერა ევროპისა და მსოფლიო ბაზრებზე, ღვინის წარმოების ავთენტური კულტურის მხარდაჭერა.
BLACK SEA REGION (შავი ზღვის რეგიონი) ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო სადეგუსტაციო კონკურსის CHISINAU WINES & SPIRITS CONTEST-ის ახალი სახელწოდება, რომელიც უკვე 7 წელია ღვინისა და ვაზის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) პატრონაჟით იმართება.
BLACK SEA REGION-ი შავი ზღვის აუზის სხვადასხვა ქალაქში ჩატარდება, მათ შორის: კიშინოვი, სოჭი, იალტა, ბათუმი, კონსტანცა, ოდესა, ბაქო, ვარნა. პირველი კონკურსი ჩატარდება საქართველოში, საქართველოს ენოლოგთა კავშირისა და POLIPROJECT EXHIBITIONS (PPE S.R.L.)-ის ორგანიზებით.
OIV-ის პატრონაჟით გამართული კონკურსები პასუხობს რეგლამენტის უმკაცრეს პირობებს: სრული ანონიმურობა, კომისიის წევრების არანაკლებ 70% არიან უცხოელი ექსპერტებია, რაც უზრუნველყოფს ობიექტურ შეფასებასა და მოპოვებული ჯილდოების მნიშვნელობას. ამასთან, ხდება წარმოდგენილი ნიმუშების არა უმეტეს 30%-ის დაჯილდოება, შედეგები ელექტრონული დამუშავება;
ორგანიზატორები კონკურსში მონაწილე კომპანიების და მათი პროდუქციის მხარდაჭერას კონკურსამდელ, კონკურსის მიმდინარეობის და კონკურსის შემდგომ ეტაპებზე უზრუნველყოფენ:
- კონკურსის მოსამზადებელ პერიოდში იგეგმება სპეციალური ელექტრონული და ბეჭდური მედიის, სოციალური ქსელების ჩართვა, შესაბამისი შეტყობინებები დაეგზავნებათ მყიდველთა მონაცემთა ბაზებს, HoReCa (სასტუმრო/რესტორანი/კაფე) და სავაჭრო ქსელების წარმომადგენლებს;
-კონკურსის ჩატარების პერიოდში მოეწყობა სპეციალური ბიზნეს-ზონა, სადაც სადეგუსტაციოდ წარმოდგენილი იქნება ყველა საკონკურსო ნიმუში თითოეულის შესახებ დეტალური ინფორმაციის თანხლებით. დარგის სპეციალისტები დიდ ეკრანზე დააკვირდებიან საკონკურსო დეგუსტაციის პროცესს, შემდეგ კი კომისიის მიერ თითოეულ ნიმუშთან დაკავშირებით გაკეთებულ შეფასებებს მიიღებენ. ეს მიდგომა უზრუნველყოფს ისეთი სივრცის შექმნას, სადაც მწარმოებლები შეხვდებიან პოტენციურ მყიდველებს და კონკურსზე გამოცდილი სინჯის შესაბამისი ღვინის სავაჭრო პარტიას წარმოადგენენ გასაყიდად.
BLACK SEA REGION’ 2016 კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია საღამოს ღონისძიების ფორმატით შედგება, რაც ხაზს უსვამს ღონისძიების საზეიმო ხასიათს, ამით შეიქმნება ნაყოფიერი ურთიერთობის პირობები მეღვინეებსა და მოწვეულ სტუმრებს (უცხოელი მყიდველები, სავაჭრო ქსელების წარმომადგენლები, სომელიეები, მასმედიის წარმომადგენლები).
- კონკურსის დასრულების შემდეგ გაგრძელდება მხარდაჭერის PR კამპანია: გამოქვეყნდება პრეს-რელიზები BLACK SEA REGION’ 2016-ის შედეგებით, განთავსდება კონკურსის შესახებ მომზადებული ფილმი და ფოტორეპორტაჟი. გამარჯვებულები მიიღებენ უფლებას, რომ ღვინის ბოთლები კონკურსის ლოგოტიპის მქონე იარლიყით უზრუნველყონ.
კონკურსზე წარსადგენად დაშვებულია შემდეგი კატეგორიები:
თეთრი მშვიდი ღვინოები - საკუპაჟე ღვინოები, სახეობრივი ღვინოები, მაღალხარისხოვანი ღვინოები – დამდგარი და საკოლექციო;
ვარდისფერი და წითელი მშვიდი ღვინოები - საკუპაჟე ღვინოები, სახეობრივი ღვინოები, მაღალხარისხოვანი ღვინოები – დამდგარი და საკოლექციო;
თეთრი, ვარდისფერი და წითელი შუშხუნა ღვინოები - გაზირებული ღვინოები, მარგალიტის ფერი ღვინოები, შუშხუნა ღვინოები- კლასიკური და აკროტოფორტული ტექნოლოგია;
დამდგარი და სადესერტო ღვინო - დამდგარი და სადესერტო ღვინო არაარომატული სახეობებიდან; დამდგარი და სადესერტო ღვინო არომატული სახეობებიდან;
არომატიზებული ღვინოები;
ალკოჰოლური სასმელები - ბრენდი, არაყი, ბალზამი, ლიქიორი.
საკონკურსო ნიმუშების ხარისხის შეფასება ხორციელდება OIV-ის მეთოდოლოგიით 100 ბალიანი სისტემით. წარმოდგენილი ნიმუშების ანონიმურობა დაცულია.
კონკურსის შედეგების მიხედვით ღვინოების ენიჭებათ: «ოქროს დიდი მედალი» სასმელების თითოეულ კატეგორიაში და ოქროს, ვერცხლის, ბრინჯაოს მედლები.
მონაწილეობის საფასური ქართველი მწარმოებლებისთვის შეადგენს 84 ევროს (ერთი ნიმუში), სხვა ქვეყნის მწარმოებლებისთვის 100 ევროს (ერთი ნიმუში). ამასთან, 3 ნიმუშის წარდგენის შემთხვევაში 1 ნიმუში უსასყიდლოდ; 6 ნიმუშის - 2 ნიმუში უსასყიდლოდ; 9 ნიმუშის - 3 ნიმუში უსასყიდლოდ; 12 ნიმუშის - 4 ნიმუში უსასყიდლოდ; 15 ნიმუშის შემთხვევაში უსასყიდლოდ ნიმუშების შეუზღუდავი რაოდენობა.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ აცნობოთ ღვინის ეროვნულ სააგენტოს მიმდინარე წლის 30 ოქტომბრამდე.