ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

ქართული ღვინის პრეზენტაცია დუბლინში

ზოგადი

ქართული ღვინის პრეზენტაცია დუბლინში
30.10.2016

ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, ირლანდიის დედაქალაქ დუბლინში, ქართული ღვინისა და ბრენდის დეგუსტაცია-პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც ადგილობრივი და უცხოელი იმპორტიორები, სომელიები, ჟურნალისტები და სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ. 

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მრჩეველმა გიორგი თევზაძემ და სააგენტოს მევენახეობა-მეღვინეობის ანალიზისა და რეგულირების დეპარტამენტის უფროსმა ლევან მეხუზლამ წარმოადგინეს პრეზენტაციები ქართული ვაზის ჯიშების მრავალფეროვნების, ღვინის კულტურის, ისტორიის, ტრადიციებისა და თანამედროვეობის შესახებ.

ქართული ღვინო