ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

ქართული მხარის ძალისხმევით, რუსეთში ერთ-ერთი კომპანიის ონლაინ-გაყიდვებიდან იმიტირებული ღვინოებია ამოღებული

ზოგადი

ქართული მხარის ძალისხმევით, რუსეთში ერთ-ერთი კომპანიის ონლაინ-გაყიდვებიდან  იმიტირებული  ღვინოებია ამოღებული
22.11.2016

სსიპ ღვინის ეროვნულ სააგენტოს და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების  ეროვნული ცენტრის „საქპატენტის“ ერთობლივი ძალისხმევით, რუსეთის ღვინის ბაზარზე ოპერირებადი ერთ-ერთი მსხვილი კომპანია „აგორას“ ონლაინ-გაყიდვებიდან ქართული ადგილწარმოშობის დასახელებების ღვინის იმიტაციით წარმოებული ღვინის ამოღება მოხდა.

2016 წლის სექტემბრში ღვინის ეროვნულ სააგენტოსათვის ცნობილი გახდა, რომ კომპანია „აგორა“ (http://www.agora-group.ru/) ქართული ღვინის დაცული ადგილწარმოშობის დასახელებების - „ხვანჭკარა“ და „ქინძმარაული“ - იმიტაციით, კრასნოდარის მხარეში წარმოებული ღვინის რეალიზაციას ახდენდა. კერძოდ, სარეალიზაციოდ შეთავაზებული პროდუქტის ეტიკეტებზე დატანილი იყო აღნიშნვნა „ХВАНЧМАРАУЛИ“.

ღვინის ეროვნულ სააგენტოს და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების  ეროვნული ცენტრის „საქპატენტის“ ერთობლივი მუშაობის შედეგად, კომპანიის ონლაინ გაყიდვებიდან ამოღებულია ქართული ღვინის დაცული ადგილწარმოშობის დასახელებების - „ხვანჭკარასა“ და „ქინძმარაულის“ იმიტაციით ეტიკეტირებული ღვინო.

„აღსანიშნავია, რომ ამ კუთხით მნიშვნელოვანი როლი ითამაშა იმ ფაქტმა, რომ 2016 წელს „საქპატენტის“ მიერ რუსეთის ფედერაციაში სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს სახელზე დარეგისტრირდა ქართული ღვინის ადგილწარმოშობის დასახელებები „ხვანჭკარა“ და „ქინძმარაული“. ღვინის ეროვნულ სააგენტო კვლავაც განაგრძობს მუშაობას ქართული ადგილწარმოშობის დასახელებების საერთაშორისო დაცვის კუთხით“ - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, ანდრო ასლანიშვილმა.

 

ქართული ღვინო