ექსპორტის 10 თვის სტატისტიკა
ზოგადი
2016 წლის იანვარ-ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოდან მსოფლიოს 50 ქვეყანაში ექსპორტირებულია 38 392 510 ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 37%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს. საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებულია 88,3 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც 14%-ითმეტია გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე.
ექსპორტის მატება აღსანიშნავია როგორც ევროკავშირის ქვეყნების, ისე ჩინეთისა და სხვა ტრადიციული ბაზრების მიმართულებით:
ჩინეთში ზრდამ შეადგინა- 138% (4 307 825 ბოთლი), უკრაინა - 64% (4 212 110), ბელარუსი - 57% (931 602), დიდი ბრიტანეთი - 47% (74 188), პოლონეთი - 44% (1 819 542), რუსეთი - 40% (20 531 892), ესტონეთი - 33% (516 048), ყირგიზეთი - 17% (202 666), იაპონია - 12% (141 774), აშშ - 12% (234 616), გერმანია - 11% (234 422), კანადა 7% (157 860), ლატვია 6% (978 762) და სხვა.
ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეული ასე გამოიყურება: რუსეთი (20 531 892), ჩინეთი (4 307 825), უკრაინა (4 212 110) , ყაზახეთი (3 019 147) და პოლონეთი (1 819 542).
ამასთან, განვლილ 10 თვეში, მსოფლიოს 16 ქვეყანაში ექსპორტირებულია 7 129 158 ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 31%-ით აღემატება 2015 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. სულ ექსპორტირებულია 16,3 მლნ აშშ დოლარის ღირებულების - ზრდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 15%-ია.
მთლიანობაში, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინომასალის, ჩამოსასხმელი ბრენდისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა საანგარიშო პერიოდში 148,3 მლნ აშშ დოლარს მიაღწია. გასული წლის 10 თვის მონაცემებით, ეს მაჩვენებელი 115,7 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა - ზრდამ 28,2% შეადგინა.