ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

რთველის მიმდინარეობა. 11.10.2017

რთველი

რთველის მიმდინარეობა. 11.10.2017
11.10.2017

რთველის მიმდინარეობა
11 ოქტომბრის 11.00 საათის მდგომარეობით, რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში 356 ტონა ყურძენი (მუჯურეთული და ალექსანდროული) ჩაბარდა ღვინის კომპანიებს. ადგილობრივი მევენახეების შემოსავლებმა 2,5 მლნ ლარს გადააჭარბა. ყურძენი  კომპანიებს 700-მდე მევენახემ ჩააბარა.
რთველის საკოორდინაციო შტაბი ამბროლაურში 9 ოქტომბერს გაიხსნა.
რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში დღეისთვის გახსნილია 6 მიმღები პუნქტი - 3 ქალაქ ამბროლაურში და დანარჩენი სოფლებში (ჭრებალო, ხვანჭკარა და ბუგეული). რაჭაში 12 ღვინის კომპანია იღებს რეგიონის ყურძნის მოსავალს.
სულ დარეგისტრირებულია 28 ღვინის კომპანია, მათგან 6 ადგილობრივი, რომლებიც ეტაპობრივად ჩაერთვებიან ყურძნის მიღების პროცესში.
დაცული ადგილწარმოშობის განსაკუთრებული მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, „ხვანჭკარის“ ჯიშებზე ალექსანდროულსა და მუჯურეთულზე 1კგ-ზე  გაიცემა სუბსიდიის სახით 2 ლარი. ღვინის კომპანიები მევენახეებს 1 კგ მუჯურეთულსა და ალექსანდროულში 5 ლარს უხდიან,  ჯამში 1 კგ ყურძნის ფასი 7 ლარს შეადგენს.
ჯიშობრივი სიზუსტის დაცვის მიზნით, რთველის პროცესში ჩართულები არიან ამპელოგრაფები.  
წინასწარი მონაცემებით, წელს რაჭაში 700-800 ტონამდე მუჯურეთულის და ალექსანდროულის მოსავალი გადამუშავდება.
რთველი გრძელდება კახეთის რეგიონში. კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 115,2 ათასამდე ტონა ყურძენი. მევენახეების შემოსავლებმა რთველის დაწყებიდან დღემდე 134 მლნ ლარს მიაღწია. კახეთის რეგიონში ყურძენი ღვინის კომპანიებს 14 ათასამდე მევენახემ ჩააბარა.
რთველთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციის მიღება დაინტერესებულ პირებს  შეუძლიათ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზზე - 1501 და  ღვინის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდებზე:  http://georgianwine.gov.ge და http://rtveli2017.gov.ge.

ქართული ღვინო