ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში რთველი დაიწყო

რთველი

რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში რთველი დაიწყო
10.10.2017

რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში რთველი დაიწყო

რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში 10 ოქტომბრის 10.00 საათის მდგომარეობით 115 ტონა ყურძენი (მუჯურეთული და ალექსანდროული) დაიკრიფა და ჩაბარდა. მოსახლეობის შემოსავლებმა 736 ათას ლარს გადააჭარბა. 
დაცული ადგილწარმოშობის განსაკუთრებული მნიშვნელობიდან გამომდინარე, „ხვანჭკარის“ ჯიშებზე ალექსანდროულსა და მუჯურეთულზე 1კგ-ზე სუბსიდია გაიცემა 2 ლარი; ღვინის კომპანიები მევენახეებს 1 კგ მუჯურეთულსა და ალექსანდროულში 5 ლარს უხდიან, რაც ჯამში 1 კგ ყურძნის ფასს 7 ლარს შეადგენს.

რთველის საკოორდინაციო შტაბი ამბროლაურში 9 ოქტომბერს გაიხსნაამბროლაურის მუნიციპალიტეტში დღეისთვის გახსნილია 6 მიმღები პუნქტი - 3 ქალაქ ამბოლაურში დათითო პუნქტი - სოფლებში ჭრებალო, ხვანჭკარა და ბუგეული. 12 კომპანია რაჭაშია და იღებს  რეგიონის ყურძნის მოსავალს.
ჯიშობრივი სიზუსტის დაცვის მიზნით, რთველის პროცესში ჩართულები არიან ამპელოგრაფები.
წინასწარი მონაცემებით, წელს რაჭაში 700-800 ტონამდე მუჯურეთულის და ალექსანდროულის მოსავალი გადამუშავდება.
რთველი გრძელდება კახეთის რეგიონში. 10 ოქტომბრის 11.00 საათის მონაცემებით, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 113,5 ათასამდე ტონა ყურძენი. მევენახეების შემოსავლებმა რთველის დაწყებიდან დღემდე 132 მლნ ლარს მიაღწია. 
რთველთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციის მიღება დაინტერესებულ პირებს  შეუძლიათ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზზე - 1501 და  ღვინის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდებზე:  http://georgianwine.gov.ge და http://rtveli2017.gov.ge.

ქართული ღვინო