ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

რთველის საკოორდინაციო შტაბი ამბროლაურში გაიხსნა

რთველი

რთველის საკოორდინაციო შტაბი ამბროლაურში გაიხსნა
09.10.2017

რთველის საკოორდინაციო შტაბი ამბროლაურში გაიხსნა


რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში რთველის დაწყებასთან დაკავშირებით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რთველის საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში დღეისთვის გახსნილია 6 მიმღები პუნქტი. 12 კომპანია უკვე რაჭაშია და მზად არის გადაამუშაოს რაჭა-ლეჩხუმის რეგიონის ყურძნის მოსავალი.

ჯიშობრივი სიზუსტის დაცვის მიზნით, რთველის პროცესში ჩართულები არიან ამპელოგრაფები.

წინასწარი მონაცემებით, წელს რაჭაში 700-800 ტონამდე მუჯურეთულის და ალექსანდროულის მოსავალი გადამუშავდება.

დაცული ადგილწარმოშობის განსაკუთრებული მნიშვნელობიდან გამომდინარე, სუბსიდია შენარჩუნდა „ხვანჭკარის“ ჯიშებზე - ალექსანდროულსა და მუჯურეთულზე - 1კგ-ზე გაიცემა 2 ლარი;

ამასთან ერთად, რთველი გრძელდება კახეთის რეგიონში. 9 ოქტომბრის 12.00 საათის მონაცემებით, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 111,5 ათასამდე ტონა ყურძენი. მევენახეების შემოსავლებმა რთველის დაწყებიდან დღემდე 130 მლნ ლარს მიაღწია.

რთველთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციის მიღება დაინტერესებულ პირებს  შეუძლიათ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზზე - 1501 და  ღვინის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდებზე:  http://georgianwine.gov.ge და http://rtveli2017.gov.ge.
 

ქართული ღვინო