ქვევრის ღვინის პირველი საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდა
ზოგადი
იყალთოს ქვევრის სკოლა-აკადემიაში პირველი „ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსი“ ქვევრის ღვინის მეოთხე საერთაშორისო სიმპოზიუმის ფარგლებში ჩატარდა.
კონკურსის გამარჯვებულების დაჯილდოება იყალთოს სამონასტრო კომპლექსში გაიმართა.
კონკურსზე წარმოდგენილი 150 ღვინის ნიმუშიდან 22-მა ოქროს, 20-მა ვერცხლის და 29-მ ბრინჯაოს მედლები დაიმსახურა. კონკურსში საქართველოს გარდა ღვინოები მსოფლიოს რამდენიმე ქვეყნიდან იყო წარმოდგენილი ( საფრანგეთი, სერბეთი, სლოვენია და სხვა).
ის ღვინოები, რომლებმაც კონკურსზე ოქროს მედლები დაიმსახურა, წარდგენილი იქნება საფრანგეთის ქალაქ ბორდოში, ღვინის მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრში, სადაც გამოფენა „საქართველო - ღვინის აკვანი“ იმართება.
ოქროს მედლები დაიმსახურა შემდეგმა ღვინოებმა:
ბეროზას ღვინო - საფერავი წითელი მშრალი 2015;
გიუაანი - ქვევრის მწვანე თეთრი მშრალი 2014;
ბინეხი - საფერავი ქვევრის წითელი მშრალი 2015;
ბინეხი - მწვანე ქვევრის თეთრი მშრალი 2015;
მაყაშვილების მარანი - კაბერნე წითელი მშრალი 2016;
გლეხური - რქაწითელი ქვევრი თეთრი მშრალი 2015;
კასრელი -ჩიტისთვალა თეთრი მშრალი 2016;
კონჭო&კო - მცვივანი კახური თეთრი მშრალი 2016;
კონჭო&კო - ქისი ქვევრი თეთრი მშრალი 2014;
დურუჯი ველი - საფერავი ქვევრი წითელი მშრალი 2013;
დურუჯი ველი - რქაწითელი ქვევრი თეთრი მშრალი 2013;
მანაველი - ქვევრი მწვანე პრემიუმ თეთრი მშრალი 2015;
მონასტრის ქვევრის ღვინო - მწვანე თეთრი მშრალი 2015;
საგვარეულო მარანი - საფერავი წითელი მშრალი 2016;
ჭოტიაშვილის ვენახები - რჩეული ქვევრი მწვანე თეთრი მშრალი 2015;
ჭოტიაშვილის ვენახები - რჩეული ქვევრი ხიხვი თეთრი მშრალი 2014;
მეღვინეობა ჩელთი - ჩელთი ქვევრის თეთრი მშრალი 2016;
ვიტა ვინეა - ქისი თეთრი მშრალი 2014;
დაქიშვილის ოჯახის ვენახები - Dakishvili Family Selection Amber Dry თეთრი მშრალი 2015;
დაქიშვილის ოჯახის ვენახები - Dakishvili Family Selection Red Dry წითელი მშრალი 2015;
ავთანდილ ბედენაშვილის ღვინის საწარმო - წარაფი თეთრი მშრალი 2014;
ავთანდილ ბედენაშვილის ღვინის საწარმო - წარაფი ქვევრი დოდო, თეთრი მშრალი 2015;
(იხ. სრული სია ბმული ფაილის სახით)
ქვევრის ღვინის პირველი საერთაშორისო კონკურსის ჟიურის წევრები ქართველი და უცხოელი პროფესიონალები იყვნენ, მათ შორის, ცნობილი ამერიკელი ღვინის მაგისტრი ლიზა გრანიკი.
სიმპოზიუმის ორგანიზატორია ასოციაცია ,,ქართული ღვინო“, მხარდაჭერები საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ღვინის ეროვნული სააგენტო და ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი.
ქვევრის ღვინის მე-4 საერთაშორისო სიმპოზიუმში მონაწილეობას სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერები, ღვინის ექსპერტები, მაგისტრები, სომელიეები და ჟურნალისტები იღებდენ.
ქვევრის სიმპოზიუმი საქართველოში 2011 და 2013 წლებში ჩატარდა. პირველი სიმპოზიუმის შედეგად გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (UNESCO) მიერ მოხდა ქვევრში ღვინის დაყენების ქართული ტრადიციული მეთოდის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შეტანა.