რთველის საკოორდინაციო შტაბები 25 ოქტომბერს დაიხურება
რთველი
23.10.2015
კახეთის რეგიონში რთველის საკოორდინაციო შტაბები კვირას, 25 ოქტომბერს დაიხურება.
რთველის ორგანიზებულად ჩატარებისა და სახელმწიფო უწყებებს, მეწარმეებსა და მევენახეებს შორის გამართული კომუნიკაციის მიზნით, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ რთველი 2015-ის საკოორდინაციო შტაბი 25 აგვისტოს, თელავში ოფიციალურად გახსნა.
შტაბის წარმომადგენლობა გურჯაანშიც ფუნქციონირებდა. კახეთში რთველის განმავლობაში შტაბები 24 საათიან რეჟიმში მუშაობდა.
რთველის შესახებ მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, მუშაობას განაგრძობს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზი 2 47 01 01 და სპეციალური ინტერნეტ საიტი www.rtveli2015.gov.ge.