რთველის მიმდინარეობა - 23 სექტემბერი
რთველი
23 სექტემბრის 12.00 საათის მონაცემებით, კახეთის რეგიონში გადამუშავდა 42 ათას ტონამდე ყურძენი. მათ შორის, 17 ათას ტონამდე რქაწითელი, 19 ათას ტონამდე საფერავი, 1,5 ათას ტონამდე კახური მწვანე და 6 ათას ტონამდე სხვა ჯიშის ყურძენი.
კახეთის რეგიონში ყურძნის რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა 25 მლნ ლარს მიაღწია.
განვლილი 24 საათის განმავლობაში 6 ათას ტონამდე ყურძენი გადამუშავდა, რაც მიმდინარე რთველის სეზონის ერთ-ერთი მაღალი მაჩვენებელია.
რთველი კახეთის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს.
ამ ეტაპისთვის ყველაზე დიდი რაოდენობით ყურძენია გადამუშავებულია შემდეგ მუნიციპალიტეტებში: გურჯაანი - 14 ათას ტონამდე, ყვარელი - 8,6 ათას ტონამდე და თელავი - 6,8 ათას ტონამდე.
კახეთში ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩართულია ღვინის მწარმოებელი 70 კომპანია, მათ შორის, სახელმწიფოს მიერ დაქირავებული 15 ღვინის საწარმო.
რთველის მიმდინარეობის შესახებ მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, მუშაობს ცხელი ხაზი 2 47 01 01 და სპეციალური ინტერნეტ საიტი www.rtveli2015.gov.ge.