რთველის მიმდინარეობა - 25 სექტემბერი
რთველი
რთველი კახეთის ყველა მუნიციპალიტეტში შეფერხების გარეშე მიმდინარეობს - 8 ათასამდე მევენახემ ღვინის კომპანიებს ყურძენი უკვე ჩააბარა. კახეთის რეგიონში ყურძნის რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა 35 მლნ ლარს მიაღწია.
24 სექტემბერს ბოლო 25 წლის რეკორდული დღეღამური გადამუშავების მაჩვენებელი კვლავ დაფიქსირდა - 7 100 ტ. 23 სექტემბერს ეს მაჩვენებელი იყო 6 722 ტონა.
25 სექტემბრის 12.00 საათის მონაცემებით, სულ გადამუშავებულია 57 ათას ტონაზე მეტი ყურძენი. მათ შორის, 24 ათას ტონამდე რქაწითელი, 25 ათას ტონამდე საფერავი, 1,7 ათას ტონამდე კახური მწვანე და 6,7 ათას ტონამდე სხვა ჯიშის ყურძენი.
ყველაზე დიდი რაოდენობით ყურძენი გადამუშავებულია გურჯაანის მუნიციპალიტეტში - 20 ათას ტონამდე. კახეთის რეგიონის დანარჩენი მუნიციპალიტეტების მონაცემები ასე გამოიყურება: ყვარელი - 11,2 ათასი ტ., თელავი - 10,5 ათასი ტ., სიღნაღი - 6,5 ათას ტ., ლაგოდეხი- 4,6 ათასი ტ., დედოფლისწყარო - 1,8 ათასი ტ., ახმეტა - 1,3 ათასი ტონა და საგარეჯო - 1,2 ათასი ტონა.
ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩართულია ღვინის მწარმოებელი 62 კომპანია, მათ შორის, სახელმწიფოს მიერ დაქირავებული 17 ღვინის საწარმო.
რთველის მიმდინარეობის შესახებ მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, მუშაობას განაგრძობს ცხელი ხაზი 2 47 01 01 და სპეციალური ინტერნეტ საიტი www.rtveli2015.gov.ge.