რთველის მიმდინარეობა - 26 სექტემბერი
რთველი
რთველი კახეთის ყველა მუნიციპალიტეტში შეფერხების გარეშე მიმდინარეობს.
26 სექტემბრის 12.00 საათის მონაცემებით, კახეთის რეგიონში გადამუშავდა 63,5 ათას ტონამდე ყურძენი. ღვინის ქარხნებში 8 ათასზე მეტმა მევენახემ ჩააბარა ყურძენი. მოსავლის რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა რეგიონში 39 მლნ ლარს მიაღწია.
25 სექტემბერს დღეღამურად გადამუშავდა 6 620 ტ, რაც მიუთითებს, რომ რთველი კახეთში კვლავ აქტიურ ფაზაშია.
ამ დროისთვის გადამუშავებულია თითქმის თანაბარი რაოდენობის რქაწითელი და საფერავი - 27-27 ათას ტონამდე, ასევე 1,7 ათასი ტონა კახური მწვანე და 7,4 ათას ტონამდე სხვა ჯიშის ყურძენი.
ყველაზე დიდი რაოდენობით ყურძენი გადამუშავებულია გურჯაანის მუნიციპალიტეტში - 22 ათას ტონამდე. კახეთის რეგიონის დანარჩენი მუნიციპალიტეტების მონაცემები ასე გამოიყურება: ყვარელი - 12,2 ათასი ტ., თელავი - 12,5 ათასი ტ., სიღნაღი - 6,7 ათას ტ., ლაგოდეხი- 5,1 ათასი ტ., დედოფლისწყარო - 2 ათასი ტ., ახმეტა - 1,5 ათასი ტ. და საგარეჯო - 1,7 ათასი ტონა.
ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩართულია ღვინის მწარმოებელი 59 კერძო კომპანია და ასევე სახელმწიფოს მიერ დაქირავებული 18 ღვინის საწარმო.
რთველის მიმდინარეობის შესახებ მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, მუშაობას განაგრძობს ცხელი ხაზი 2 47 01 01 და სპეციალური ინტერნეტ საიტი www.rtveli2015.gov.ge.