რთველის მიმდინარეობა - 27 სექტემბერი
რთველი
27 სექტემბრის 12.00 საათის მონაცემებით, კახეთის რეგიონში გადამუშავდა 71 ათას ტონამდე ყურძენი. მოსავლის რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა რეგიონში 44 მლნ ლარს მიაღწია. ღვინის ქარხნებში 8 ათასზე მეტმა მევენახემ ჩააბარა ყურძენი.
26 სექტემბერს დღეღამურად გადამუშავდა 6 937 ტ, რაც მიუთითებს, რომ რთველი კახეთში კვლავ აქტიურ ფაზაშია. რთველი კახეთის ყველა მუნიციპალიტეტში შეფერხების გარეშე მიმდინარეობს.
ამ დროისთვის გადამუშავებულია რქაწითელი 31,5 ათასი ტ., საფერავი - 30 ათას ტონამდე, ასევე 1,8 ათასი ტონა კახური მწვანე და 8 ათას ტონამდე სხვა ჯიშის ყურძენი.
ყველაზე დიდი რაოდენობით ყურძენი გადამუშავებულია გურჯაანის მუნიციპალიტეტში - 24,7 ათას ტონამდე. კახეთის რეგიონის დანარჩენი მუნიციპალიტეტების მონაცემები ასე გამოიყურება: ყვარელი - 13,4 ათასი ტ., თელავი - 14 ათასი ტ., სიღნაღი - 7 ათას ტ., ლაგოდეხი- 5,6 ათასი ტ., დედოფლისწყარო - 2,1 ათასი ტ., ახმეტა - 1,7 ათასი ტ. და საგარეჯო - 2,3 ათასი ტონა.
ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩართულია ღვინის მწარმოებელი 60 კერძო კომპანია და ასევე სახელმწიფოს მიერ დაქირავებული 18 ღვინის საწარმო.
რთველის მიმდინარეობის შესახებ მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, მუშაობას განაგრძობს ცხელი ხაზი 2 47 01 01 და სპეციალური ინტერნეტ საიტი www.rtveli2015.gov.ge.