ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

რთველის მიმდინარეობა - 28 სექტემბერი

რთველი

რთველის მიმდინარეობა - 28 სექტემბერი
28.09.2015

28 სექტემბრის 12.00 საათის მონაცემებით, კახეთის რეგიონში გადამუშავდა 78 ათას ტონამდე ყურძენი. ღვინის ქარხნებში ყურძენი 10 500 მევენახემ ჩააბარა. მოსავლის რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა რეგიონში 48 მლნ ლარს მიაღწია. 

27 სექტემბერს  დღეღამურად გადამუშავდა 6 981 ტ, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია და მიუთითებს, რომ რთველი კახეთში კვლავ აქტიურ ფაზაშია. 

ამ დროისთვის გადამუშავებულია  რქაწითელი 36 ათას ტონამდე, საფერავი - 32 ათას ათას ტონამდე, ასევე 1,9 ათასი ტონა  კახური მწვანე და 8,5 ათას ტონამდე სხვა ჯიშის ყურძენი. 

რთველი კახეთის ყველა მუნიციპალიტეტში შეფერხების გარეშე მიმდინარეობს.

ყველაზე დიდი რაოდენობით ყურძენი გადამუშავებულია გურჯაანის მუნიციპალიტეტში - 27,2 ათას ტონამდე. კახეთის რეგიონის დანარჩენი მუნიციპალიტეტების მონაცემები ასე გამოიყურება: თელავი - 16 ათასი ტ., ყვარელი - 14,4 ათასი ტ., სიღნაღი - 7,1 ათას ტ., ლაგოდეხი- 6,2 ათასი ტ., დედოფლისწყარო - 2,1 ათასი ტ., ახმეტა - 1,9 ათასი ტ. და საგარეჯო - 2,8 ათასი ტონა. 

ყურძნის გადამუშავების პროცესში ამ ეტაპზე ჩართულია ღვინის მწარმოებელი 67 კერძო კომპანია და ასევე  სახელმწიფოს მიერ დაქირავებული 18 ღვინის საწარმო. 

რთველის მიმდინარეობის შესახებ მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, მუშაობას განაგრძობს ცხელი ხაზი 2 47 01 01 და სპეციალური ინტერნეტ საიტი www.rtveli2015.gov.ge.

 

ქართული ღვინო