რთველის მიმდინარეობა - 5 ოქტომბერი
რთველი
5 ოქტომბრის 12.00 საათის მონაცემებით, კახეთის რეგიონში გადამუშავდა 118 ათასი ტონაზე მეტი ყურძენი. მოსავლის რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა 80 მლნ ლარს გადააჭარბა.
4 ოქტომბერს დღეღამურად გადამუშავდა 4 346 ტ, რაც მიუთითებს, რომ ყურძნის გადამუშავება კახეთში ამ დრომდე აქტიურად მიმდინარეობს. რთველში მალე რაჭა-ლეჩხუმის რეგიონი ჩაერთვება.
ამ დროისთვის გადამუშავებულია რქაწითელი 62 ათასი ტონა, საფერავი - 41,2 ათასი ტონა, ასევე 2,8 ათასი ტონა კახური მწვანე და 12,3 ათასი ტონა სხვა ჯიშის ყურძენი.
კახეთში ყურძნის გადამუშავება მუნიციპალიტეტების მიხედვით ასე გამოიყურება: გურჯაანი - 39,3 ათასი ტონა, თელავი - 27,5 ათასი ტონა, ყვარელი - 21,2 ათასი ტონა, საგარეჯო - 8,1 ათასი ტონა, სიღნაღი - 7,8 ათასი ტონა, ლაგოდეხი - 7,7 ათასი ტონა, ახმეტა - 4,1 ათასი ტონა და დედოფლისწყარო - 2,2 ათასი ტონა.
რთველის მიმდინარეობის შესახებ მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, მუშაობას განაგრძობს ცხელი ხაზი 2 47 01 01 და სპეციალური ინტერნეტ საიტი www.rtveli2015.gov.ge.