ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

რთველის მიმდინარეობა - 6 ოქტომბერი

რთველი

რთველის მიმდინარეობა - 6 ოქტომბერი
06.10.2015

6 ოქტომბრის 12.00 საათის მონაცემებით, რთველის დაწყებიდან დღემდე კახეთის რეგიონში გადამუშავდა 119 ათას ტონაზე მეტი ყურძენი. მოსავლის რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა 81 მლნ ლარს მიაღწია. 

5 ოქტომბერს  დღეღამურად გადამუშავდა 1500 ტონა ყურძენი, რაც მიუთითებს, რომ  კახეთის რეგიონში აქტიურობა თანდათან იკლებს და რთველი კახეთიდან რაჭაში გადაინაცვლებს.

ამ დროისთვის გადამუშავებულია:  რქაწითელი - 62,8 ათასი ტონა, საფერავი - 41,4 ათასი ტონა, 2,7 ათასი ტონა  კახური მწვანე და 12,4 ათას ტონამდე სხვა ჯიშის ყურძენი.

კახეთში ყურძნის გადამუშავება მუნიციპალიტეტების მიხედვით ასე გამოიყურება: გურჯაანი - 39,7 ათასი ტონა, თელავი - 27,8 ათასი ტონა, ყვარელი - 21,4 ათასი ტონა, სიღნაღი - 7,8 ათასი ტონა, ლაგოდეხი - 7,8 ათასი ტონა, დედოფლისწყარო - 2,2 ათასი ტონა, ახმეტა - 4,2 ათასი ტონა და საგარეჯო - 8,4 ათასი ტონა. 

რთველის მიმდინარეობის შესახებ მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, მუშაობას განაგრძობს ცხელი ხაზი 2 47 01 01 და სპეციალური ინტერნეტ საიტი www.rtveli2015.gov.ge.

 

ქართული ღვინო