რთველის მიმდინარეობა - 13 სექტემბერი
რთველი
13.09.2015
13 სექტემბრის 12.00 საათის მონაცემებით კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 6,2 ათას ტონამდე ყურძენი. მათ შორის, 1 500 ტონამდე რქაწითელი, 1 830 ტონამდე საფერავი, 346 ტონამდე კახური მწვანე და 2 600 ტონამდე სხვა ჯიშის ყურძენი.
რთველი კახეთში შეფერხების გარეშე მიმდინარეობს. რთველში დედოფლისწყაროს და სიღნაღის რაიონების შემდეგ, გურჯაანისა და ლაგოდეხის რაიონების სოფლებიც ჩაერთო.
კახეთში ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩართულია 19 ღვინის მწარმოებელი კომპანია, მათ შორის, 4 სახელმწიფოს მიერ დაქირავებული ღვინის საწარმო.
ამ დროისთვის რთველის საკოორდინაციო შტაბში დერეგისტრირებულია 75 ღვინის კომპანია.
რთველის მიმდინარეობის შესახებ მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, ასევე მუშაობს ცხელი ხაზი 2 47 01 01 და სპეციალური ინტერნეტ საიტი www.rtveli2015,gov.ge.