ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

რთველის მიმდინარეობა - 15 სექტემბერი

რთველი

რთველის მიმდინარეობა - 15 სექტემბერი
15.09.2015

15 სექტემბრის 12.00 საათის მონაცემებით კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 8 ათას ტონამდე ყურძენი. მათ შორის, 2 030 ტონამდე რქაწითელი, 2 700 ტონამდე საფერავი, 475 ტონამდე კახური მწვანე და 2 800 ტონაზე მეტი სხვა ჯიშის ყურძენი.

რთველი კახეთში შეფერხების გარეშე მიმდინარეობს.

 დედოფლისწყაროს და სიღნაღის რაიონების შემდეგ, რთველში გურჯაანის, ლაგოდეხისა და თელავის რაიონების სოფლებიც ჩაერთო.

კახეთში ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩართულია 23 ღვინის მწარმოებელი კომპანია, მათ შორის, 6 სახელმწიფოს მიერ დაქირავებული ღვინის საწარმო.

ამ დროისთვის რთველის საკოორდინაციო შტაბში დერეგისტრირებულია 90-მდე ღვინის კომპანია.

რთველის მიმდინარეობის შესახებ მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, ასევე მუშაობს ცხელი ხაზი 2 47 01 01 და სპეციალური ინტერნეტ საიტი www.rtveli2015.gov.ge.

ქართული ღვინო