ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

ბუნებრივი ღვინოების ფესტივალი ტოკიოში

ზოგადი

ბუნებრივი ღვინოების ფესტივალი ტოკიოში
30.11.2014

30 ნოემბერს ქართული ქვევრის ღვინო ტოკიოში ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო ფესტივალზე იყო წარმოდგენილი. აღნიშნულ გამოფენაზე საქართველო პირველად მონაწილეობდა და ამის გამო ქართველ მეღვინეებს განსაკუთრებული წარდგენა მოუწყვეს. საერთო ჯამში გამოფენას ათასობით სტუმარი დაესწრო, რომლებმაც ქართული ღვინო საუკეთესოდ შეაფასეს.

საქართველოდან აღნიშნულ გამოფენაში მონაწილეობას იღებდნენ შემდეგი ბუნებრივი ღვინის მწარმოებელი კომპანიები: ‘’Iago’s Wines” - იაგო ბიტარიშვილი; ‘’ Iberieli ‘’ ზურაბ თოფურიძე; Winery ,,Antadze\'\'- ნიკოლოზ ანთაძე; ,,Nikoladzeebis Marani’’ -რამაზ ნიკოლაძე; ,,Pheasant’s Tears’’ - ჯონ უერდემანი; ,,Our Wines’’ - სოლომონ ცაიშვილი; ,,Natenadze Wines Cellar” - გიორგი ნათენაძე; ,,Artanuli Wines’’ - კახაბერ ბერიშვილი.

გამოფენას წინ უსწრებდა ქართული ქვევრის ღვინის დეგუსტაცია-პრეზენტაციები, რომლებიც 23-29 ნოემბერს იაპონიის რამდენიმე ქალაქში გაიმართა. იაპონია ბუნებრივი ღვინის მცირე მწარმოებლებისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ქვეყანას წარმოადგენს და სადაც ბოლო რამდენიმე წელია ქართულ ღვინოზე მოთხოვნა სულ უფრო და უფრო იზრდება.

იაპონიის სამ ქალაქში - ოსაკა, კიოტოსა და ტოკიოში გამართული ქართული ბუნებრივი ღვინოების დეგუსტაცია-პრეზენტაციების პროგრამა მოიცავდა პროფესიონალურ დეგუსტაციებს, სემინარებს, ასევე შეხვედრებს იაპონიის მეღვინეთა ასოციაციებთან, სომელიეებთან, ადგილობრივ მედიასთან და ღვინის იმპორტიორებთან.

ქართული ღვინო