ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

ბუნებრივი ღვინოების გამოფენა ტოკიოში

გამოფენა

ბუნებრივი ღვინოების გამოფენა ტოკიოში
30.11.2014

30 ნოემბერს ქართული ქვევრის ღვინო ტოკიოში ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო ფესტივალზე იყო წარმოდგენილი. აღნიშნულ გამოფენაზე საქართველო პირველად მონაწილეობდა და ამის გამო ქართველ მეღვინეებს განსაკუთრებული წარდგენა მოუწყვეს. საერთო ჯამში შეხვედრებს ათასობით სტუმარი დაესწრო, რომლებმაც ქართული ღვინო საუკეთესოდ შეაფასეს. 

საქართველოდან აღნიშნულ გამოფენაში მონაწილეობას იღებდნენ შემდეგი ბუნებრივი ღვინის მწარმოებელი კომპანიები: ‘’Iago’s Wines” - იაგო ბიტარიშვილი; ‘’ Iberieli ‘’ ზურაბ თოფურიძე; Winery ,,Antadze\'\'- ნიკოლოზ ანთაძე; ,,Nikoladzeebis Marani’’ -რამაზ ნიკოლაძე; ,,Pheasant’s Tears’’ - ჯონ უერდემანი; ,,Our Wines’’ - სოლომონ ცაიშვილი; ,,Natenadze Wines Cellar” - გიორგი ნათენაძე; ,,Artanuli Wines’’ - კახაბერ ბერიშვილი.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით იაპონიაში გამართული დეგუსტაციებისა და წარდგენების შედეგად ქართველ მევენახეებს საკუთარი პროდუქციის იაპონიის ბაზარზე რეალიზაცის შესაძლებლობა მიეცათ.

ქართული ღვინო