ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

ქართული ღვინო კვლავ მოექცა უცხოური გამოცემების ყურადღების ქვეშ

ზოგადი

ქართული ღვინო კვლავ მოექცა უცხოური გამოცემების ყურადღების ქვეშ
09.10.2015

ქართული ღვინო კვლავ მოხვდა უცხოური პრესის ფურცლებზე.  მოგზაურებისთვის პოპულარული გზამკვლევის „LonelyPlanet“ სტატიაში „მსოფლიოს 10 ყველაზე დამაინტრიგებელი მეღვინეობის რეგიონი“ (http://www.lonelyplanet.com/travel-tips-and-articles/ten-of-the-worlds-most-intriguing-wine-regions), კახეთიც მოხვდა. საქართველოს ეს რეგიონი ათეულში მეშვიდე ადგილს იკავებს ახალი ზელანდიის, საფრანგეთის, ესპანეთის, სამხრეთ აფრიკის, ავსტრალიის და არგენტინის რეგიონების შემდეგ. ჩამონათვალში მოხვდნენ აგრეთვე კანადა და აშშ.

ავტორი მიუთითებს, რომ  ქართული ღვინის წარმოების კულტურა უძველესია და კახეთი ქართული მეღვინეობის უმთავრესი ადგილია. „საქართველოს აღიარებულია იმ უძველეს კერად, სადაც ველური ვაზი ჩვენს წელთაღრიცხვამდე 6 ათასი წლის წინ გააშენეს. უმეტეს რეგიონებში ღვინის დამუშავების ტექნოლოგია მას შემდეგ დიდად არ შეცვლილა. ყურძენს აქ ძველებურად ხელით კრეფებენ და ხის საწნახელში წურავენ. წვენი ჩადის მიწის ქვეშ მოთავსებულ თიხის ჭურჭელში, ქვევრში, სადაც ის დუღს ყოველგვარი დანამატებისა და მანიპულაციების გარეშე“ - წერია სტატიაში. ავტორი ამ რეგიონის სტუმრებს ურცჩევს აუცილებლად დააგემოვნონ ქართული ქვევრის ღვინო.

ქართულმა ღვინომ კიდევ ერთი ცნობილი ამერიკული ჟურნალის “VOGUE” (ვოგი) ოქტომბრის ნომრის ყურადღება მიიქცია სტატიაში „დაივიწყეთ წითელი, თეთრი და ვარდისფერი ღვინოები - ქარვისფერი ღვინო ეს ის ღვინოა, რომელიც უნდა დალიოთ ამ შემოდგომას ყლუპობით“ (http://www.vogue.com/13357330/orange-wine-fall-drinking/). ავტორი მიიჩნევს, რომ ქართველი მეღვინის, იაგიო ბიტარიშვილის მიერ წარმოებული ჩინური, საუკეთესოა ქარვისფერ ღვინოებს შორის. 

ქართული ღვინო