ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

პოლონეთში საფერავის წარდგენის მასშტაბური ღონისძიება გაიმართა

დეგუსტაცია

პოლონეთში საფერავის წარდგენის მასშტაბური ღონისძიება გაიმართა
17.10.2024

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის  „Peope PR" ორგანიზებით, პოლონეთის სომელიეთა ასოციაციის გენერალური ასამბლეის ფარგლებში, ქართული ღვინო საფერავის დეგუსტაცია-სემინარი   „Saperavi Experience: Secrets of Georgia's Red Treasure“ გაიმართა.  
100-ზე მეტი ადგილობრივი სომელიე დაესწრო პოლონეთის დაბა პშჭევში (Pszczew) გამართულ ღონისძიებას, რომელსაც სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის „ო-ლილე“ ხელმძღვანელი ქეთევან ფრანგულაიშვილი უძღვებოდა. მონაწილეები ქართული ღვინის კულტურას, ისტორიას, ტრადიციებს და თანამედროვე ინდუსტრიას გაეცნენ.
ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის მიზნით, პოლონეთში, ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ ბაზარზე, ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით, წლის განმავლობაში, სხვადასხვა მარკეტინგული ღონისძიება იმართება. 
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან პოლონეთში ექსპორტირებულია 4,5 მლნ ლიტრი ღვინო, რაც 12%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

ქართული ღვინო