ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

ქართული ღვინის მწარმოებელი 13 კომპანია გამოფენაში London Wine Fair 2024 მონაწილეობდა

გამოფენა

ქართული ღვინის მწარმოებელი 13 კომპანია გამოფენაში London Wine Fair 2024 მონაწილეობდა
24.05.2024

ღვინის ეროვნული სააგენტოსა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის მწარმოებელი 13 კომპანია ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენაში London Wine Fair 2024 მონაწილეობდა.  
პრესტიჟულ გამოფენას, ტრადიციულად, მსოფლიოს სხვდასხვა ქვეყნიდან ათასობით სტუმარი, მათ შორის, ღვინის ექსპერტი, ღვინით ვაჭრობის სფეროს და მედიის წარმომადგენელი ესწრება. შესაბამისად, London Wine Fair  წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას ქართველი  მწარმოებლებისთვის ახალი სავაჭრო პარტნიორების მოძიების, პროდუქციის პოპულარიზაციისა და ექსპორტის გაზრდის კუთხით.
გამოფენის ფარგლებში, ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი ბრიტანული კომპანიის Swirl Wine Group ხელმძღვანელმა,  ღვინის მაგისტრმა  სარა ებოტმა (Sarah Abbott) ღვინის პროფესიონალებისთვის ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაციები გამართა, სადაც ასევე წარმოდგენილი იყო 2023 წლის ღვინის საერთაშორისო კონკურსზე (IWSC) გამარჯვებული ქართული ღვინოები.
გამოფენას დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს დესპანი გიორგი საგანელიძე დაესწრო.
გამოფენა London Wine Fair 1981 წლიდან ტარდება და ღვინის სექტორში ერთ-ერთ მნიშვნელოვან ღონისძიებად ითვლება.

ქართული ღვინო