ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

„საფერავი - კეთილშობილი, მსოფლიო დონის ვაზის ჯიში" - Wine Enthusiast

ზოგადი

„საფერავი - კეთილშობილი, მსოფლიო დონის ვაზის ჯიში" - Wine Enthusiast
08.05.2024

„საფერავი - კეთილშობილი, მსოფლიო დონის ვაზის ჯიში“ - პრესტიჟული ამერიკული ღვინის ჟურნალი „Wine Enthusiast“ ქართული ღვინის სარეკლამო კამპანიას აგრძელებს

ქართული ღვინის სარეკლამო კამპანიის ფარგლებში, ღვინის ეროვნულმა სააგენტომ  პრესტიჟულ ამერიკულ ღვინის ჟურნალთან „Wine Enthusiast“ თანამშრომლობა გასული წლის ბოლოს დაიწყო. თანმშრომლობა 2024 წელსაც გრძელდება. 
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით, ჟურნალის მაისის თვის ონლაინ გამოცემაში ფოკუსი საფერავზე გაკეთდა. 
„საფერავი - მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ყურძნის ჯიშისგან დამზადებული ღვინო ამერიკაში ყველაზე მზარდი კატეგორიაა იმპორტირებულ ღვინოებს შორის მას შემდეგ, რაც CBS-ის გადაცემა „60 წუთი“ ღვინის სამშობლოს, საქართველოს მიეძღვნა; და ასევე,  იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ქართული სამზარეული აშშ-ში უფრო ცნობილი გახდა (The New York Times-მა 2024 წელს ქართული რესტორანი Chama Mama დაასახელა ტოპ 100 რესტორანში), შესაძლოა, საფერავიც მალე უფრო პოპულარული გახდეს... როდესაც საფერავის ჭიქას ასწევთ, მხოლოდ მისი არომატებით არ დატკბებით, თქვენ შესვამთ 8000-წლიან ისტორიას დღემდე“, - აღნიშნულია სტატიაში, რომელშიც საუბარია საფერავის წარმოშობის ისტორიასა და მის ჯიშურ  მახასიათებლებზე, საფერავის როლზე ღვინის თანამდროვე ინდუსტრიაში და მის პერსპექტივებზე ღვინის გლობალურ ბაზარზე. https://www.wineenthusiast.com/saperavi-georgian-grape/
კამპანიის ფარგლებში, ჟურნალში „Wine Enthusiast“ გასულ წელს გამოქვეყნდა სტატია სათაურით „გაიცანით საქართველო, მეღვინეობის სამშობლო“.  
2024 წელს, „Wine Enthusiast“  ქართული ღვინის შესახებ სარეკლამო-მარკეტინგული ხასიათის კამპანიას როგორც ბეჭდურ, ისე ონლაინ-გამოცემებში გაარძელებს. „Wine Enthusiast“ 1979 წელს დაარსდა; დღეს ის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რეპუტაციის მქონე ღვინის ჟურნალი და ღვინის ონლაინ მედია პლატფორმაა აშშ-ის ბაზარზე, 5 მილიონიანი აუდიტორიით.
აღსანიშნავია, რომ აშშ წარმოადგენს ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზარს, სადაც ქართული ღვინის პოპულარიზაციის ღონისძიებებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. პრეზენტაცია-დეგუსტაციებსა და საერთაშორისო გამოფენებზე ქართული ღვინის წარდგენის პარალელურად, ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით, აშშ-ში გააქტიურდა მედია კამპანიაც: სარეკლამო კლიპი მომზადდა ამერიკული ტელეკომპანია CNN-ის ეთერისთვის, აშშ-ის ერთ-ერთმა ყველაზე რეიტინგულმა ტელემაუწყებელმა CBS-მა ქართული ღვინის შესახებ ვრცელი სიუჟეტი „Ancient Vines“ (უძველესი ვაზი) მოამზადა, საიმიჯო სტატიები ქვეყნდება სხვადასხვა ბეჭდურ თუ ელექტრონულ გამოცემაში (CNN,  The Wall Street Journal,  Men’s Journal, Imbibe, Wine-Searcher, SOMM TV, Forbes, Wine Enthusiast.)

ქართული ღვინო