ღვინის მწარმოებლების საყურადღებოდ!
ზოგადი
ადგილობრივი ბაზრის სერტიფიცირებასთან დაკავშირებით გაცნობებთ
- საქართველოში წარმოებული და ადგილობრივ სამომხმარებლო ბაზარზე განსათავსებელი ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელი 2023 წლის 1 იანვრიდან, ხოლო არაყურძნისეული ალკოჰოლიანი სასმელი 2023 წლის 1 ივნისიდან დაექვემდებარა სავალდებულო სერტიფიცირებას.
- მოქმედი კანონმდებლობით 2023 წლის 1 იანვრამდე სავალდებულო იყო დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების სერტიფიცირება, ხოლო სხვა კატეგორიის ღვინოზე მეწარმე ვალდებული იყო წარედგინა შესაბამისობის დეკლარაცია, რომელიც ივსებოდა ლაბორატორიული გამოცდის ოქმის საფუძველზე კომპანიის მიერ. მაკონტროლებლის მიერ მონიტორინგის განხორციელების დროს, ადგილობრივ ბაზარზე სარეალიზაციო პუნქტებში მოითხოვება სერტიფიკატი 2023 წლის 1 იანვრიდან შეტანილ პროდუქციაზე, ხოლო 2023 წლამდე პროდუქციის შეტანა უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი სასაქონლო ზედნადებით და ჩამოსხმის თარიღით.
- საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე სარეალიზაციოდ განთავსებული სერტიფიცირებული პროდუქციის სერტიფიკატების ასლების შენახვა არ არის სავალდებულო. სარეალიზაციო ობიექტში, სერტიფიცირებულია თუ არა პროდუქცია, ზედამხედველის მიერ მოწმდება სააგენტოს სერტიფიცირების ელექტრონულ ბაზაში.
- პროდუქციაზე დატანილი ლოტის იდენტურობის დასადგენად არსებული ელექტრონული ბაზა არ არის ხელმისაწვდომი ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის. აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმება შესაძლებელია მხოლოდ სააგენტოს შესაბამისი უფლებამოსილი პირების მიერ.
- ასევე განგიმარტავთ, რომ სერტიფიკატის მოქმედების ვადა შეადგენს 18 თვეს მისი გაცემის დღიდან და აღნიშნული ვადა ვრცელდება სარეალიზაციო ობიექტში პროდუქციის განთავსებამდე.