კორეის რესპუბლიკის ღვინის მწარმოებელთა ასოციაციის წევრები ღვინის ეროვნულ სააგენტოში
ზოგადი
კორეის რესპუბლიკის ღვინის მწარმოებელთა ასოციაციის წევრები ღვინის ეროვნულ სააგენტოს ეწვივნენ. 27-კაციანი დელეგაციის შემადგენლობაში როგორც ღვინის მწარმოებლები, ასევე ის იმპორტიორები შედიოდნენ, რომლებიც დაინტერესებულები არიან ქართული ღვინით.
სტუმრებმა ღვინის ეროვნული სააგენტოში ენოთეკა და მუზეუმი დაათვალიერეს; გაიმართა სხვადასხვა ქართული ღვინის დეგუსტაცია; ქართული ღვინის ისტორიის, კულტურის და თანამედროვე ინდუსტრიის შესახებ პრეზენტაცია სააგენტოს თავმჯდომარის მრჩეველმა ირაკლი ჩოლობარგიამ წარადგინა.
კორეის რესპუბლიკა, მსოფლიო მასშტაბით ღვინის ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორი ქვეყანა, ჩინეთთან და იაპონიასთან ერთად, ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, სხვადასხვა მარკეტინგული ღონისძიება ხორციელდება.