ქართული ღვინის წარდგენა იაპონიის ქალაქ საპოროში გაიმართა
დეგუსტაცია
ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელშეწყობითა და სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის ,,Red bridge” ორგანიზებით, ჰოკაიდოს პროვინციის დედაქალქ საპოროში ქართული ღვინის დეგუსტაცია-სემინარი რესტორნებისა და ღვინის მაღაზიების მფლობელი სადისტრიბუციო კომპანიის „Washidu” წარმომადგენლებისთვის გაიმართა.
ქართული ღვინის შესახებ პრეზენტაციას Red bridge-ის ხელმძღვანელი, ღვინის მაგისტრი კენიჩი ოჰაშიმ წარმოადინა.
პრეზენტაცია მოიცავდა ინფორმაციას ქართული ღვინის ისტორიის, ტრადიციების, საქართველოს ვაზის ძირითადი ჯიშებისა და თანამედროვე ქართული ღვინის ინდუსტრიის შესახებ.
ექვსი სახეობის ქართული ღვინო სტუმრებს სომელიე ჰიროში მაცუიმ წარუდგინა.
სადისტრიბუციო კომპანიის „Washidu“ წარმომადგენლებისთვის ქართული ღვინის შესახებ ინფორმაციის მიწოდება ხელს შეუწყობს ქართული ღვინის ცნობადობის და გაყიდვების ზრდას იაპონიის ბაზარზე.
იაპონიაში ქართული ღვინის პირველი მასშტაბური წარდგენა 2014 წელს მოეწყო. შემდგომ წლებში, ასევე ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის კომპანიები მონაწილეობდნენ გამოფენებში „Foodex Japan“ და „Wine and Gourmet Japan“, ადგილობრივ ღვინის კონკურსებში. 2019 წელს, იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მასშტაბური გაიმართა გამოფენა „საქართველო ღვინის სამშობლო“, რომელმაც, 2 თვის განმავლობაში, ათასობით დამთვალიერებელს უმასპინძლა.