ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, შვეიცარიაში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა
დეგუსტაცია
ღვინის ეროვნული სააგენტოს, ციურიხში „ქართული ღვინის სახლის“ (GeoHauss GmbH) და ევროპის წამყვანი მეღვინეობის ჟურნალ „ვინუმის“ (www.vinum.eu) ერთობლივი ორგანიზებით, შვეიცარიის დედაქალაქ ციურიხში ქართული ღვინის დეგუსტაცია-წარდგენა გაიმართა, რომელსაც ჟურნალ „ვინუმის“ ერთ-ერთი რედაქტორი მიგელ ზამორანო (https://bitly.ws/ZkrJ) უძღვებოდა.
ღონისძიებას ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე, დავით ტყემალაძე დაესწრო.
„ციურიხში ქართული ღვინის პროფესიული დეგუსტაცია და მასტერ-კლასი მეღვინეობის სფეროში ევროპაში უმსხვილესი გამოცემა „ვინუმის“ მხარდაჭერით ჩატარდა. ღონისძიება ემსახურებოდა ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლებას და პოპულარიზაციას შვეიცარიის ბაზარზე. ქართული ღვინის წარდგენას 70-ზე მეტი მოწვეული სტუმარი, მათ შორის, ადგილობრივი დარგის ექსპერტები, HoReCa სექტორის წარმომადგენლები, ჟურნალისტები და იმპორტიორები დაესწრნენ“, - აღნიშნა დავით ტყემალაძემ.
დავით ტყემალაძის განცხადებით, ბოლო წლებში, შვეიცარია გამოიკვეთა როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საექსპორტო ბაზარი, სადაც ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ცნობადობის გაზრდის მიზნით, არაერთი მარკეტინგული აქტივობა განხორციელდა.
შვეიცარიაში განხორციელებულ მარკეტინგულ აქტივობებს შორის, აღსანიშნავია ქალაქ ბერნში გამართული „ქართული ღვინის ფორუმი”; ქალაქ ციურიხში, ეთნოგრაფიულ მუზეუმში „Ortsmuseum Hongg” ქართული მევენახეობა-მეღვინეობისადმი მიძღვნილი ეთნოგრაფიული ჟანრის პერმანენტული გამოფენა „საქართველო-8000 მოსავალი“; ქართული ღვინის მწარმოებლების მონაწილოება გამოფენაში „ექსპოვინა“ და სხვა.