ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

სემინარი „გერმანიის ღვინის ბაზარი და მასზე შეღწევის გზები”

ზოგადი

სემინარი „გერმანიის ღვინის ბაზარი და მასზე შეღწევის გზები”
04.11.2023

გერმანიის ბაზარზე ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალის გაზრდის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს და სააგენტოს კონტრაქტორი გერმანული მარკეტინგული კომპანიის „ff.k Public Relations“ ორგანიზებით, თბილისში სემინარი „გერმანიის ღვინის ბაზარი და მასზე შეღწევის გზები” გაიმართა.
სემინარს, რომელსაც 70-მდე ქართული ღვინის მწარმოებელი დაესწრო, “ff.k Public Relations”-ის დირექტორი მეიკე ფრერსი (Meike Frers), ღვინის სპეციალიზირებული გამოცემის “Wein+Markt” მთავარი რედაქტორი კატია აპელტი (Katja Apelt) და იმპორტიორი კომპანიის “HAWESKO” მენეჯერი კარო ლენგე (Caro Lange) უძღვებოდნენ. 
წარმოდგენილი პრეზენტაციები მოიცავდა გერმანიის ღვინის ბაზრის მიმოხილვას, მის თავისებურებებსა და სტრუქტურას.
„გერმანის ღვინის ბაზარი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი ბაზარია. რასაც ჩვენ  დღეს სემინარის ფარგლებში განვიხილავთ, მეღვინეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. წარმოგიდგენილი იქნება და ვიმსჯელებთ, თუ როგორ მუშაობს გერმანიის ბაზარი, რა პერსპექტივა აქვთ ქართველ მეღვინეებს, რა გამოწვევების წინააშე დგანან ისინი, როგორ და როდის სვამს გერმანელი მომხმარებელი ღვინოს და კიდევ არაერთი საკითხი”, - აღნიშნა მეიკე ფრერსმა.
ღვინის მწარმოებლების შეფასებით, ღონისძიებაში მონაწილეობა მათთვის კარგი საშუალებაა, გაიგონ გერმანიის ღვინის ბაზრის სპეციფიკა და, შესაბამისად, აღნიშნულ ბაზარზე მაქსიმალურად გაზარდონ ქართული ღვინის ექსპორტი.
ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და საექსპორტო პოტენციალის გაზრდის მიზნით, გერმანულ კომპანიასთან „ff.k Public Relations” ღვინის ეროვნული სააგენტო თანამშრომლობა  2021 წლიდან დაიწყო და მიმდინარე წელსაც აქტიურად  გრძელდება. ევროპაში ღვინის უდიდესი იმპორტიორი ქვეყანა გერმანია, ქართული ღვინის სტრატეგიული ბაზრების ჩამონათვალს 2020 წლიდან დაემატა. 

ქართული ღვინო