რთველის მიმდინარეობა - 4 ოქტომბერი
ზოგადი
4 ოქტომბრის 10.00 საათის მონაცემებით, კახეთის რეგიონში გადამუშავდა 114 ათასი ტონა ყურძენი. მოსავლის რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა 77 მლნ ლარს გადააჭარბა.
3 ოქტომბერს დღეღამურად გადამუშავდა 4 591 ტ, რაც მიუთითებს, რომ რთველი კახეთში ამ დრომდე აქტიურად მიმდინარეობს. რთველი ფაქტობრივად დასრულებულია დედოფლისწყაროსა და სიღნაღის რაიონებში. ყურძნის გადამუშავების პროცესი კახეთში შეფერხების გარეშე მიმდინარეობს. ღვინის ქარხნებში ყურძენი 14 ათასამდე მევენახემ ჩააბარა.
ამ დროისთვის გადამუშავებულია რქაწითელი 59 ათასი ტონა, საფერავი - 40,1 ათასი ტონა, ასევე 2,7 ათასი ტონა კახური მწვანე და 12 ათასი ტონა სხვა ჯიშის ყურძენი.
კახეთში ყურძნის გადამუშავება მუნიციპალიტეტების მიხედვით ასე გამოიყურება: გურჯაანი - 37,8 ათასი ტონა, თელავი - 26,2 ათასი ტონა, ყვარელი - 20,5 ათასი ტონა, სიღნაღი - 7,8 ათასი ტონა, ლაგოდეხი - 7,7 ათასი ტონა, დედოფლისწყარო - 2,2 ათასი ტონა, ახმეტა - 4 ათასი ტონა და საგარეჯო - 7,4 ათასი ტონა.
რთველის მიმდინარეობის შესახებ მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, მუშაობას განაგრძობს ცხელი ხაზი 2 47 01 01 და სპეციალური ინტერნეტ საიტი www.rtveli2015.gov.ge.