ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

კონფერენცია გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების დაცვის შესახებ

ზოგადი

კონფერენცია გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების დაცვის შესახებ
02.10.2015

სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - საქპატენტისა და ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (ისმო) ორგანიზებით გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში, რომელიც გეოგრაფიული აღნიშვნებსა და ადგილწარმოშობის დასახელებების დაცვასთან დაკავშირებულ სიახლეებს მიეძღვნა. ღონისძიება თბილისში 30 სექტემბრიდან 1 ოქტომბრის ჩათვლის გაიმართა.

კონფერენციის მონაწილეებმა განიხილეს გეოგრაფიული აღნიშვნების უკანასკნელი სიახლეები, საერთაშორისო დაცვისა მექანიზმები და საქართველოს გეოგრაფიული აღნიშვნების სისტემა. საერთაშორისო ექსპერტებმა იმსჯელეს ისმო-ს როლზე გეოგრაფიული აღნიშვნების ეროვნული სისტემის განვითარებაში. 

სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს იურიდიული სამმართველოს უფროსმა - თათია კერესელიძემ გააკეთა მოხსენება ღვინის სექტორში ქართული გეოგრაფიული დასახლებების არსებულ და სამომავლო პერსპექტივებზე. საქართველოში გეოგრაფიული დასახელებების ღვინის წარმოების ხანგრძლივი ისტორია არსებობს. სააგენტომ კონფერენციის მონაწილეებს ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების დაცვისა და კონტროლის არსებული მექანიზმები გააცნო.      

ადგილწარმოშობის დასახელებების საერთაშორისო რეგისტრაციის შესახებ ლისაბონის შეთანხმება მიმოიხილა უნგრეთის ინტელექტურლური საკუთრების უწყების ვიცე-პრეზიდენტმა, ხოლო საფრანგეთის პრაქტიაზე ისაუბრა საფრანგეთის ადგილწარმოშობის და ხარისხის ეროვნული ინსტიტუტის (INAO) წარმომადგენელმა. 

კონფერენციის ფარგლებში გაიმართა საქართველოში არსებული გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების პროდუქტების, მათ შორის არაერთი ქართული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის გამოფენა-დეგუსტაცია. 

 

ქართული ღვინო