ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

რთველის მიმდინარეობა - 1 ოქტომბერი

ზოგადი

რთველის მიმდინარეობა - 1 ოქტომბერი
01.10.2015

1 ოქტომბრის 12.00 საათის მონაცემებით, კახეთის რეგიონში გადამუშავდა 98 ათას ტონამდე ყურძენი. მოსავლის რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა 67 მლნ ლარს მიაღწია. 

30 სექტემბერს  დღეღამურად გადამუშავდა 6 607 ტ, რაც მიუთითებს, რომ რთველი კახეთში კვლავ აქტიურ ფაზაშია. რთველი კახეთის ყველა მუნიციპალიტეტში შეფერხების გარეშე მიმდინარეობს. ღვინის ქარხნებში ყურძენი 12 ათასზე მეტმა მევენახემ ჩააბარა.

ამ დროისთვის გადამუშავებულია  რქაწითელი 48,2 ათას ტონამდე, საფერავი - 37 ათას ათას ტონამდე, ასევე 2,3 ათასი ტონა  კახური მწვანე და 10 ათას ტონაზე მეტი სხვა ჯიშის ყურძენი.

ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩართულია ღვინის მწარმოებელი 47 კერძო კომპანია და ასევე  სახელმწიფოს მიერ დაქირავებული 16 ღვინის საწარმო.  

კახეთში ყურძნის გადამუშავება მუნიციპალიტეტების მიხედვით ასე გამოიყურება: გურჯაანი - 33 ათას ტონა, თელავი - 21,4 ათასი ტონა, ყვარელი - 18 ათასი ტონა, სიღნაღი - 7,5 ათასი ტონა, ლაგოდეხი - 7,3 ათასი ტონა, დედოფლისწყარო - 2,2 ათასი ტონა, ახმეტა - 3,1 ათასი ტონა და საგარეჯო - 5,2 ათასი ტონა. დედოფლისწყაროსა და სიღნაღის რაიონებში რთველი ფაქტობრივად დასრულებულია.

რთველის მიმდინარეობის შესახებ მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, მუშაობას განაგრძობს ცხელი ხაზი 2 47 01 01 და სპეციალური ინტერნეტ საიტი www.rtveli2015.gov.ge.

 

 

ქართული ღვინო