ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

მთაწმინდის პარკმა ღვინის ფესტივალს „ახალი მცირე მარნები დიდ ასპარეზზე“ უმასპინძლა

ფესტივალი

მთაწმინდის პარკმა ღვინის ფესტივალს „ახალი მცირე მარნები დიდ ასპარეზზე“ უმასპინძლა
21.10.2023

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და საქართველოს ღვინის კლუბის ორგანიზებით,  ღვინის ფესტივალი „ახალი მცირე მარნები დიდ ასპარეზზე“  თბილისში, მთაწმინდის პარკში გაიმართა. 
ღონისძიებაზე, ძირითადად, დამწყები მარნები იყო წარმოდგენილი. 
 „ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება სწორედ საშუალო და მცირე საოჯახო მარნების განვითარების ხელშეწყობაა. მცირე მარნების სეგმენტი, ბოლო წლებში, აქტიურად ვითარდება. დღეს უკვე ასობით ახალი ღვინის მარანი ფუნქციონირებს, რომლებიც აწარმოებენ გამორჩეული ხარისხის ღვინოს, რაც იზიდავს ტურისტებსა და ღვინის მოყვარულებს. მცირე მარნების განვითრების გარეშე, ქართული მეღვინეობის განვითარება წარმოუდგენელია. მისასალმებელია, რომ მცირე მარნები ვითარდება მთელი საქართველოს მასშტაბით, რაც ამ ფესტივალზე თვალსაჩინოა. ფესტივალი რომ დიდ ინტერესს იწვევს, ამაზე როგორც წლევანდელი მონაწილე მარნების, ისე სტუმრების გაზრდილი რაოდენობა მიუთითებს“, - აღნიშნა ლევან მეხუზლამ.

ფესტივალი „ახალი მცირე მარნები დიდ ასპარეზზე“  პირველად  2016 წელს ჩატარდა. თავდაპირველად  მონაწილეების რაოდენობა 20-მდე იყო, წელს კი, ფესტივალზე 40-მდე ღვინის მწარმოებლის პროდუქცია იყო წარმოდგენილი საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის ყველა რეგიონიდან. ფესტივალში მონაწილეობა მარნებს საშუალებას აძლევს, გაზარდონ ცნობადობა და უფრო მეტ ღვინის პროფესიონალს მიეცეს მათი ღვინის დაგემოვნების შესაძლებლობა.  

ქართული ღვინო