ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ ქ.სეულში, საგამოფენო დარბაზში Coex, გამოცემასთან The Korea Herald-თან ინტერვიუში კორეის ბაზარზე ქართული ღვინის შესაძლებლობებზე ისაუბრა

გამოფენა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ,  იური ნოზაძემ ქ.სეულში, საგამოფენო დარბაზში Coex, გამოცემასთან The Korea Herald-თან ინტერვიუში კორეის ბაზარზე  ქართული ღვინის შესაძლებლობებზე ისაუბრა
27.06.2023

კორეელი მომხმარებლისთვის სხვა ალკოჰოლური ქართული პროდუქციის ხარისხზე მსჯელობისას, იური ნოზაძემ რეკომენდაცია გაუწია ქართულ მაღალალკოჰოლურ სასმელებს, როგორიცაა ჭაჭა და ბრენდი, რომლებიც გლობალურ ყურადღებას იპყრობენ.
ქ. სეულში მინისტრის მოადგილის ვიზიტის დროს, ღვინის ეროვნულმა სააგენტომ, შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან (USAID) და კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსთან თანამშრომლობით, ქ.სეულში „ქართული ღვინის პრეზენტაცია“ მოაწყო.
მინისტრის მოადგილის ხელმძღვანელობით, დელეგაციამ ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს ქვევრში ღვინის დაყენების ქართული უნიკალური ტრადიცია, საქართველოს ღვინის ტურიზმის პოტენციალი, ქართული სამზარეულო, სტუმართმოყვარეობის ტრადიცია და მრავალფეროვანი ლანდშაფტი გააცნო. 
ქვევრი წარმოადგენს თიხის დიდ ჭურჭელს, რომელიც საქართველოში ღვინის დასადუღებლად და დასაძველებლად გამოიყენება. ქვევრის მეღვინეობა იუნესკოს მიერ არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობად 2013 წლიდან არის აღიარებული - აღნიშნულია სტატიაში.
ღონისძიების ფარგლებში, ქართველი ღვინის მწარმოებლები კორეელ იმპორტიორებს შეხვდნენ. შეხვედრას საქართველოს ელჩი თარაშ პაპასქუა და ღვინის ბიზნესით დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.
მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ სამინისტრო მხარს უჭერს ქართული ღვინის პოპულარიზაციას და აქტიურად ახორციელებს არაერთ მხარდამჭერ პროექტს უცხოელი იმპორტიორებისთვის.
„სამინისტროს ინიციატივები მოიცავს სხვადასხვა ქვეყნიდან  იმპორტიორებისთვის, ღვინის მწერლებისთვის და სომელიეებისთვის მედიატურებს საქართველოში  ღვინის ქარხნებისა და ვენახების მოსანახულებლად, სადაც მათ საშუალება ეძლევათ, გაეცნონ საქართველოს მეღვინეობის მდიდარ ისტორიას“, - განაცხადა იური ნოზაძემ. 
მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების მნიშვნელობას.
ვინაიდან საქართველოს მეღვინეობის მემკვიდრეობა ერწყმის კორეელი მომხმარებლების მრავალფეროვან გემოვნებასა და სურვილებს, ნაყოფიერი პარტნიორობა გაღვივდება, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს ქართულ-კორეულ ურთიერთობებს, - აღნიშნა ინტერვიუში იური ნოზაძემ.

ქართული ღვინო