ZERO COMPROMISE 2023
ფესტივალი
ასოციაციის „ბუნებრივი ღვინო“ ორგანიზებით და სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერი, თბილისში ბუნებრივი ღვინის ყოველწლიური ფესტივალი „ZERO COMPROMISE“ გაიმართა.
ფესტივალში ასოციაციის წევრი 100 ადგილობრივი მარანი და სხვადასხვა ქვეყნის მარნების წარმომადგენლები მონაწილეოდნენ.
ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა ღონისძიების მონაწილე მარნების მიერ წარმოდგენილ პროდუქციას გაეცნო.
„ZERO COMPROMISE (ზერო კომპრომაისი) ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფესტივალია, სადაც ბევრი და საინტერესო მარანია წარმოდგენილი საკუთარი პროდუქციით. ფესტივალის მიზანია ქართული ღვინის პოპულარიზაცია საერთაშორისო და ადგილობრივ ბაზრებზე. ფესტივალი ემსახურება ქართული ღვინის ისტორიისა და ტრადიციების შესახებ ცოდნის გავრცელებას, სამომხმარებლო კულტურის გაზრდას და ღვინის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობას“, - აღნიშნა ლევან მეხუზლამ.
ფესტივალი ტრადიციულად ხალხმრავლობით გამოირჩეოდა. სპეციალურად აღნიშნული ღონისძიებისთვის, საქართველოს სომელიეები, იმპორტიორები, ღვინის მწერლები ესტუმრნენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან (აშშ, კანადა, საფრანგეთი, ესპანეთი, იაპონია, შვეიცარია, სამხრეთ კორეა, ნიდერლანდებია, ავსტრია, შვედეთი, დანია, გაერთიანებული სამეფო, მექსიკა, ავსტრალია).
საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოსა და ასოციაციის „ბუნებრივი ღვინო“ მხარდაჭერით, ფესტივალის ფარგლებში შემეცნებითი და ღვინის ტურები ჩატარდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, რაც ადგილობრივ მარნებს შესაძლებლობას აძლევს, პოტენციურ მყიდველებს ადგილზე გააცნონ საკთარი პროდუქცია.
ბუნებრივი ღვინის საერთაშორისო ფესტივალის პარტნიორია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ); მხარდამჭერები არიან საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და Veli Store.