ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

კახეთში ყურძნის დღეღამური გადამუშავების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა

ზოგადი

კახეთში ყურძნის დღეღამური გადამუშავების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა
24.09.2015

ბოლო 25 წლის მანძილზე რეკორდული  რაოდენობის - 6 722 ტ ყურძენი გადამუშავდა დღეღამურად 23 სექტემბერს კახეთის რეგიონში.

24 სექტემბრის 12.00 საათის მონაცემებით, სულ გადამუშავებულია 50 ათას ტონამდე ყურძენი. მათ შორის, 21 ათას ტონამდე რქაწითელი, 22 ათას ტონამდე საფერავი, 1,6 ათას ტონამდე კახური მწვანე და 6,2 ათას ტონამდე სხვა ჯიშის ყურძენი. 

კახეთის რეგიონში ყურძნის რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა 30 მლნ ლარს მიაღწია. 

რთველი შეფერხების გარეშე კახეთის ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს. ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩართულია ღვინის მწარმოებელი 74 კომპანია, მათ შორის,  სახელმწიფოს მიერ დაქირავებული 18 ღვინის საწარმო. 

აქვე, ღვინის ეროვნული სააგენტო კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ხარისხიანი ქართული ღვინის წარმოებისთვის, აუცილებელია, რომ გადასამუშავებელი ყურძენი იყოს  სიმწიფეში შესული. 

სააგენტო მიმართავს კახეთის რეგიონის მევენახეებს, რომ ყურძნის ჩაბარების დროს პრობლემების შექმნისა და რთველის პროცესის შეფერხების თავიდან ასაცილებლად, დაელოდონ ყურძნის საჭირო კონდიციამდე დამწიფებას და ღვინის კომპანიებს  შემდეგ შესთავაზონ ყურძენი ჩასაბარებლად.

 

ქართული ღვინო