ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

ქართველი მეღვინე ქალების წარმატება პოლონეთში

დეგუსტაცია

ქართველი მეღვინე ქალების წარმატება პოლონეთში
05.12.2022

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, 2022 წლის 3-4 დეკემბერს კრაკოვში პროექტი "ქართველი მეღვინე ქალები საზღვრებს გარეშე" განხორციელდა. ღვინის ინდუსტრიაში ქართველი მეღვინე ქალების პოპულარიზაციისადმი მიძღვნილი ღონისძიება ორი დღის განმავლობაში სასტუმროში „Radisson Blu” მიმდინარეობდა.

პროექტის ფარგლებში, რომლის ორგანიზატორიც იყო ასოციაცია „ქალები ღვინის ინდუსტრიაში“, ქართველ და პოლონელ მეღვინე ქალებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმიც გაფორმდა, გაიმართა ქართული მევენახეობა-მეღვინეობისადმი მიძღვნილი პრეზენტაციები, დეგუსტაცია/მასტერკლასები. ღონისძიების სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ ადგილზე  გაცნობოდნენ ქართველი მეღვინე ქალების ღვინის ნიმუშებს, მათი დამზადების ტექნოლოგიებსა და მეთოდებს.

ღონისძიებას ესწრებოდნენ დარგის ადგილობრივი წარმომადგენლები, სომელიეები, ექსპერტები, ინფლუენსერები და  ღვინის თემაზე მომუშავე ჟურნალისტები.

პოლონეთი ქართული ღვინის ექსპორტისთვის ერთ-ერთი ყველაზე სტრატეგიული ქვეყანაა, “Eurostat”-ის მონაცემების მიხედვით, პოლონური ღვინის ბაზარი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდია ევროპის ქვეყნებს შორის და 2021 წლის 11 თვის მონაცემებით პოლონეთში ექსპორტირებულია  7,1 მლნ ბოთლი, რაც 20% აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

ქართული ღვინო