ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, შვედეთში, გამოფენაზე ,,Stockholm Food and Wine” ქართული ღვინის შვიდი კომპანია მონაწილეობდა

გამოფენა

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, შვედეთში, გამოფენაზე ,,Stockholm Food and Wine”  ქართული ღვინის  შვიდი კომპანია მონაწილეობდა
16.11.2022

შვედეთის სამეფოს დედაქალაქ სტოკჰოლმში, საკვებისა და ღვინის საერთაშორისო გამოფენაში ,,Stockholm Food and Wine”  ქართული ღვინის მწარმოებელმა შვიდმა კომპანიამ „ვაზის კალამი“, „მათრობელა ვაინსი“, „ვაზისუბნის მამული“, „ქართველი“, „ქიმერიონი“, „მიხეილის მარანი“ და „ტყუპების საღვინე სახლი“ მიიღო მონაწილეობა.
 „Stockholm Food and Wine”-ზე მოსული სტუმრები ქართული ღვინისა და მისი წარმოების 8000-წლიანი ისტორიისადმი განსაკუთრებულ ინტერესს იჩენდნენ.
ქართული ღვინის წარდგენა აღნიშნულ გამოფენაზე, სადაც ტრადიციულად ათასობით ღვინის პროფესიონალი იკრიბება, შვედეთის სამეფოში საქართველოს საელჩოს თანადგომით განხორციელდა და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო სკანდინავიის ქვეყნებში ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის.
აღსანიშნავია, რომ, 2022 წელს, ღვინის ეროვნული სააგენტოს აქტიური მუშაობის შედეგად, სკანდინავიის ქვეყნებში რამდენიმე მნიშვნელოვანი მარკეტინგული აქტივობა განხორციელდა, მათ შორის,  შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში ქართული ღვინის მასტერკლასი ჩატარდა, შეხვედრები გაიმართა საზოგადოებასთან კომუნიკაციის ჯგუფთან Partner&CEO „Wine publishing AB”, შვედეთში ღვინისა და გასტრონომიული უმსხვილესი გამოფენის „Stockholm food and wine fair“ ორგანიზატორებთან და შვედეთის სამეფოში ალკოჰოლური სასმელების მაკონტროლებელი უწყების „Systembolaget“  წარმომადგენელთან.
აღნიშნული აქტივობები ემსახურება ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციას, შვედეთის ღვინის ბაზარზე ქართული ღვინის პოპულარიზაციას,  ადგილობრივ მომხმარებელსა და პროფესიონალებში ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდას.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს, საქართველოდან შვედეთში ექსპორტირებულია 152 ათასი ბოთლი ღვინო, ზრდამ, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 56% შეადგინა.

ქართული ღვინო