- სიახლეები
- ქართული ღვინის პოპულარიზაციის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობისათვის დოკუმენტაციის მიღება გრძელდება
ქართული ღვინის პოპულარიზაციის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობისათვის დოკუმენტაციის მიღება გრძელდება
ზოგადი
ქართული ღვინის პოპულარიზაციის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობისათვის დოკუმენტაციის მიღება გრძელდება.
ქვემოთ იხილეთ დოკუმენტაციის ჩამონათვალი, რომელიც უნდა წარმოადგინოს კომპანიამ პროექტში მონაწილეობის პირველ ეტაპზე. აღნიშნული დოკუმენტაციის წარდგენის ბოლო ვადაა 2022 წლის 1 აგვისტო.
ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალის გაზრდის მიზნით, 2021 წლის სექტემბერში საქართველოს მთავრობამ „ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა“ დაამტკიცა.
პროგრამის მიზანია საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალის, კონკურენტუნარიანობისა და ცნობადობის გაზრდა, სტრატეგიული და პრიორიტეტული საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირება.
პროგრამას განახორციელებს სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კოორდინაციით.
ღვინის ეროვნული სააგენტო, მისთვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში, მარკეტინგული ხარჯების თანადაფინანსებას მხოლოდ იმ კომპანიებითვის განახორციელებს, რომლებიც ექსპორტს პრიორიტეტულ ბაზრებსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ახორციელებენ, გარდა დსთ-ს ქვეყნებისა.
პროგრამის საწყისი ეტაპის ამოქმედება დაგეგმილია 2021 წლის ბოლოდან და სრულად განხორციელება უკვე შემდეგ კალენდარულ წელს. განმახორციელებელი უწყებაა სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო, ხოლო პოტენციური ბენეფიციარი − საქართველოში რეგისტრირებული მეწარმე ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც დარეგისტრირებულია სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს მწარმოებელთა ელექტრონულ ბაზაში და ახორციელებს/განახორციელებს ქართული ღვინის ექსპორტს და რომელთანაც პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია, გაფორმდეს ხელშეკრულება ანაზღაურების შესახებ.
პროგრამის პირობები და ბენეფიციარის გამოვლენის, განაცხადების მიღების ვადებისა და ანაზღაურების გაცემის დეტალური პროცედურების შესახებ იხილეთ შემდეგ ლინკებზე: