ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

სამეცნიერო ფილმის „საქართველო ღვინის სამშობლო“ ჩვენება დანიის ქალაქ ორჰუსში გაიმართა

ზოგადი

სამეცნიერო ფილმის „საქართველო ღვინის სამშობლო“ ჩვენება დანიის ქალაქ ორჰუსში გაიმართა
30.06.2022

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და კომპანიის „Georgisk vin“ ინიციატივით,  დანიის ქალაქ ორჰუსში სამეცნიერო-დოკუმენტური ფილმის „საქართველო ღვინის სამშობლო“ ჩვენება გაიმართა. 
ფილმი „საქართველო ღვინის სამშობლო“  იმ საერთაშორისო სამეცნიერო კვლევას ეძღვნება, რომლითაც მეცნიერულად დასაბუთდა, რომ სწორედ საქართველოა ღვინის სამშობლო და 8000 წლის წინ სწორედ ჩვენს ტერიტორიაზე დაიწყო ველური ვაზის მოშინაურება და ღვინის  წარმოება, რაც უწყვეტად გრძელდება. ორმოცწუთიანი ფილმი გადაღებულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების სააგენტოს „საქპატენტის“ მხარდაჭერით. 
ფილმის დასრულების შემდეგ, მოეწყო ქართული ღვინის დეგუსტაცია, რომელსაც ღვინის ეროვნული  სააგენტოს თავმჯდომარის მრჩეველი გიორგი თევზაძე უძღვებოდა.
კომპანიის „Georgisk Vin“ დამფუძნებლის, სოფო საღარაძის ორგანიზებით,  ორჰუსში, ღვინის კლუბში „Capo Aarhus“ გაიმართა პრეზენტაცია საქართველოს, ქართული სამზარეულოს, ღვინის ისტორიისა და მეღვინეობის თანამედროვე ინდუსტრიის შესახებ, რომელსაც ასევე გიორგი თევზაძე უძღვებოდა. ღონისძიებას დაესწრნენ დანიის სომელიეთა სასწავლებლის, ღვინის აკადემიის, სასტუმროებისა და რესტორნების სკოლის, ასევე, ღვინის ბარებისა და რესტორნების წარმომადგენლები, რომლებიც თანამშრომლობენ მიშელინის ვარსკვლავის მქონე ადგილობრივ რესტორნებთან.
ქართული ღვინის ბაზრების დივერსიფიკაციისა და საექსპორტო პოტენციალის გაზრდის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტო დანიაში მარკეტინგულ ღონისძიებებს გეგმავს.

ქართული ღვინო