ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

ქართული ღვინის წარდგენა ჩინეთში გაიმართა

დეგუსტაცია

ქართული ღვინის წარდგენა ჩინეთში გაიმართა
25.05.2022

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის „Meiburg Wine Media” ორგანიზებით,  ქართული ღვინის დეგუსტაცია ჩინეთის ქალაქ შენჭენში ადგილობრივი მედიის წარმომადგენლისთვის გაიმართა.
ღონისძიების „Meiburg Wine Media” ხელმძღვანელი, ღვინის მაგისტრი დებრა მეიბურგი უძღვებოდა, რომელმაც მონაწილეებს, დეგუსტაციის პარალელურად, ქართული ღვინის ისტორია და თანამედროვე ინდუსტრია გააცნო. სპეციალური პრეზენტაცია მოიცავდა ინფორმაციას მრავალფეროვანი ქართული ვაზის ჯიშებისა და საქართველოს მეღვინეობის რეგიონების შესახებ. 
ღონისძიების მონაწილეებს 12 სხვადასხვა სახეობის ღვინის დეგუსტაციის შესაძლებლობა მიეცათ.
ჩინეთი რჩება ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრად, სადაც ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის გაზრდის მიზნით, 2022 წელს, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, სხვადასხვა მარკეტინგული ღონისძიება გაიმართება.

ქართული ღვინო