კომპანიების საყურადღებოდ
ანონსი
ევროკავშირის დაფინანსებითა და ღვინის ეროვნული სააგენტოსა და საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს „Interco Nouvelle-Aquitaine“ მხარდაჭერით, მიმდინარე წლის 7-11 თებერვალს იგეგმება ონლაინ B2B შეხვედრები და კონფერენციები საფრანგეთში ღვინის სფეროში მოღვაწე სხვადასხვა წარმომადგენლებთან ერთად (მათ შორის: Inno’vin, Ertus Group, Overdrive, Wax&Grafts, Etoh, GDO-Wine tour Booking, Bucher Vaslin, Tonnelerie Sylvain).
დაინტერესების შემთხვევაში, აღნიშნული REGISTER ბმულით გადახვალთ სარეგისტრაციო ფორმაში.
კითხვარის შევსება და რეგისტრაციის გავლა აუცილებელია Zoom-ის ბმულების მისაღებად და B2B შეხვედრებსა და კონფერენციებზე დასასწრებად. მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება ადრე გაიაროთ რეგისტრაცია, რათა წარმომადგენლებმა მიიღონ ინფორმაცია თქვენი დაინტერესების შესახებ.
სამშაბათს (08/02) და ხუთშაბათს (10/02), კონფერენციებზე ჩართული იქნება თარჯიმანი. შეხვედრები და ვირტუალური ვიზიტები წარიმართება ინგლისურ ენაზე.
იხილეთ ონლაინ შეხვედრების დეტალური პროგრამა.