ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

2021 წლის 10 თვეში, საქართველოდან მსოფლიოს 60 ქვეყანაში 83,8 მლნ ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული

ექსპორტი

2021 წლის 10 თვეში, საქართველოდან მსოფლიოს 60 ქვეყანაში 83,8 მლნ ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული
05.11.2021

მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან ექსპორტირებული ღვინით მიღებული შემოსავალი 194 მლნ აშშ დოლარს აღწევს, რაც გასული წლის ანალოგიურ  მონაცემზე 9%-ით მეტია, 11%-ით არის გაზრდილი ექსპორტირებული ღვინის რაოდენობაც.
ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე ექსპორტის ზრდის დინამიკა შენარჩუნებულია:  პოლონეთი - 20% (4984017), ჩინეთი - 13% (4553919), აშშ - 10% (881470), გერმანია - 6% (654608), ლატვია - 4% (1440567), ლიეტუვა - 45% (837096), იაპონია - 18% (159262) და დიდი ბრიტანეთი -  72% (631504).
ქართული ღვინის საექსპორტო ქვეყნების პირველი ხუთეულია: რუსეთი, უკრაინა, პოლონეთი, ჩინეთი და ბელარუსი.
ზრდა აღსანიშნავია შემდეგ  ქვეყნებში: კანადა - 84% (296992), შვედეთი - 65% (99832), ჩეხეთი - 275% (139560), ყაზახეთი - 30% (3264706), ისრაელი - 41% (368899), აზერბაიჯანი - 8% (181727), თურქეთი - 209% (93330), უკრაინა - 21% (10558377), რუსეთი - 5% (49064224), მონღოლეთი - 174% (402810), ბელარუსი - 17% (3348501) და ა.შ.
საქართველოდან სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 400-მა კომპანიამ განახორციელა.
ამასთან, საანგარიშო პერიოდში, ექსპორტირებულია 30,4 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 15%-ით აღემატება 2020 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. ბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავალმა 57,7 მლნ აშშ დოლარს მიაღწია (ზრდა 8%).
ექსპორტირებულია 731 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა, ექსპორტის ზრდამ 90% შეადგინა. ჭაჭის ექსპორტით მიღებული შემოსავალი 1,8 მლნ აშშ დოლარს აღწევს; ზრდამ, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 77% შეადგინა.
ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ბრენდის ექსპორტის შედეგად მიღებულია 310 მლნ აშშ დოლარი შემოსავალი, რაც 13%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

ქართული ღვინო